ბრიტანეთში უძრავი ქონების ოშფორელ მფლობელებს ვინაობის გამხელა მოუწევთ

ბრიტანეთში უძრავი ქონების ოშფორელ მფლობელებს ვინაობის გამხელა მოუწევთ

access_time2018-07-30 15:13:12

უცხოელები ოფშორებიდან, რომლებიც ლონდონში მდიდრულ სახლებს ფლობენ, იძულებულები იქნებიან საკუთარი ვინაობა გაამხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმები ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წინააღმდეგ - წერს გამოცემა The Guardian.



დოკუმენტის თანახმად, უცხოური კომპანიები, რომლებიც ბრიტანეთში უძრავ ქონებას ფლობენ, ვალდებულნი გახდებიან დაასახელონ ამ ქონების ნამდვილი მფლობელები. ხოლო ისინი, ვინც რეგისტრაციის გავლაზე უარს იტყვიან, ან მისცემენ ცრუ ინფორმაციას, დაისჯებიან ჯარიმით ან ორი წლით თავსუფლების აღკვეთით. ქონების ფაქტიური მფლობელის დასახელების გარეშე მისი გაყიდვისა და გაქირავების შემთხვევაში შესაძლოა, პატიმრობა 5 წლამდეც გაიზარდოს.



ჩნდება კითხვა - რატომ გადაწყვიტეს ბრიტანეთის ხელისუფლებაში ამგვარი რეგულაციების შემოღება? ლონდონის იურიდიული კომპანიის Gololobov & Partners-ის ხელმძღვანელის დიმიტრი გოლობოვის განცხადებით, ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია დაავალდებულოს ყველა გადაიხადოს გადასახადი ქონების შეძენის ან მისი გაყიდვის შეთხვევაში.



„მგონია ესაა ძირითადი მიზანი, ხოლო განცხადებული მიზეზი, რომ მათ სურთ გაიგონ, ვინ და რა ქონებას ფლობს, მხოლოდ მიზეზია, რადგან რეალური მფლობელების უმეტესობა მათთვის დიდი ხანია კარგად არის ცნობილი და ეს რაიმე განსაკუთრებულ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამიტომ მგონია, რომ აქ მთავარი მიზანი გადასახადეის ამოღებაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტისთვის ცოტა ფული ნამდვილად არ მოაქვს“ - აცხადებს გოლობოვი.




რა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთა ბრიტანული უძრავი ქონება ოფშორებიდანაა გაფორმებული? Forward Legal-ის ადვოკატის ალექსეი აკრპენკოს განცხადებით, უმეტესობა იმ ადამაინებისა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში ქონება დიდი ხნის წინ შეიძინეს, მაშინ როცა ფულის წარმომავლობის მტკიცება არ იყო სავალდებულო, მათ ნამდვილად გაუჩნდებათ სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ მოუწევთ საკუთარი ვინაობის გამხელა.



„ისინი მიიღებენ უწყებას თანხის წარმოშობის დადგენის შესახებ. ჯამში კი საქმე შესაძლოა, მივიდეს სასამართლო გარჩევამდე, შედეგად კი საქმე მივა ქონების კონფისკაციამდე და ფულის კრიმინალური წარმომავლობის დადგენამდე. კრიმინალურ წარმომავლობად კი ითვლება თანხა, რომელიც ქრთამის სახით არის მიღებული და არა ლეგალური ბიზნესიდან. უმეტესობა ქრთამისა კი ამ პირების ოფშორულ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თუ ეს დამტკიცდა, საქმე მივა ქონების კონფიქსკაციამდე“ - აცახდებს ადვოკატი.



როგორც The Guardian წერს, სამი წლის წინ დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ უცხოური კრიმინალური დაჯგუფებები იყენებდნენ ოპერაციებს ბრიტანული უძრავი ქონების გამოყენებით, რათა მოეხდინათ მილიარდობით გირვანქა სტერლინგის გათეთრება.



BPN.GE 







თეგები:
ოფშორები



გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება

გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება
access_time2020-09-28 13:00:20
სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს  შედეგი.  მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8...

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე
access_time2020-09-28 16:00:02
„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. ნებისმიერი სახის შეიარაღებული...

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
access_time2020-09-28 15:15:11
ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია. Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით: თიბისი — 19,694,904,000 ლარი; ...

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა
access_time2020-09-28 14:20:55
თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც...

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება
access_time2020-09-28 14:10:42
„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ...


მსგავსი სიახლეები

up