ბრიტანეთში უძრავი ქონების ოშფორელ მფლობელებს ვინაობის გამხელა მოუწევთ

ბრიტანეთში უძრავი ქონების ოშფორელ მფლობელებს ვინაობის გამხელა მოუწევთ

access_time2018-07-29 17:45:01

უცხოელები ოფშორებიდან, რომლებიც ლონდონში მდიდრულ სახლებს ფლობენ, იძულებულები იქნებიან საკუთარი ვინაობა გაამხილონ. 

წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმები ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წინააღმდეგ - წერს გამოცემა The Guardian.


დოკუმენტის თანახმად, უცხოური კომპანიები, რომლებიც ბრიტანეთში უძრავ ქონებას ფლობენ, ვალდებულნი გახდებიან დაასახელონ ამ ქონების ნამდვილი მფლობელები. ხოლო ისინი, ვინც რეგისტრაციის გავლაზე უარს იტყვიან, ან მისცემენ ცრუ ინფორმაციას, დასჯიან ჯარიმით ან ორი წლით თავსუფლების აღკვეთით. ქონების ფაქტიური მფლობელის დასახელების გარეშე მისი გაყიდვისა და გაქირავების შემთხვევაში შესაძლოა, პატიმრობა 5 წლამდეც გაიზარდოს.


ჩნდება კითხვა - რატომ გადაწყვიტეს ბრიტანეთის ხელისუფლებაში ამგვარი რეგულაციების შემოღება? ლონდონის იურიდიული კომპანიის Gololobov & Partners-ის ხელმძღვანელის დიმიტრი გოლობოვის განცხადებით, ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია დაავალდებულოს ყველა გადაიხადოს გადასახადი ქონების შეძენის ან მისი გაყიდვის შეთხვევაში.


„მგონია ესაა ძირითადი მიზანი, ხოლო განცხადებული მიზეზი, რომ მათ სურთ გაიგონ, ვინ და რა ქონებას ფლობს, მხოლოდ მიზეზია, რადგან რეალური მფლობელების უმეტესობა მათთვის დიდი ხანია კარგად არის ცნობილი და ეს რაიმე განსაკუთრებულ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამიტომ მგონია, რომ აქ მთავარი მიზანი გადასახადეის ამოღებაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტისთვის ცოტა ფული 

ნამდვილად არ მოაქვს“ - აცხადებს გოლობოვი.


რა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთა ბრიტანული უძრავი ქონება ოფშორებიდანაა გაფორმებული? Forward Legal-ის ადვოკატის ალექსეი აკრპენკოს განცხადებით, უმეტესობა იმ ადამაინებისა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში ქონება დიდი ხნის წინ შეიძინეს, მაშინ როცა ფულის წარმომავლობის მტკიცება არ იყო სავალდებულო, მათ ნამდვილად გაუჩნდებათ სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ მოუწევთ საკუთარი ვინაობის გამხელა. 


„ისინი მიიღებენ უწყებას თანხის წარმოშობის დადგენის შესახებ. ჯამში კი საქმე შესაძლოა, მივიდეს სასამართლო გარჩევამდე, შედეგად კი საქმე მივა ქონების კონფისკაციამდე და ფულის კრიმინალური წარმომავლობის დადგენამდე. კრიმინალურ წარმომავლობად კი ითვლება თანხა, რომელიც ქრთამის სახით არის მიღებული და არა ლეგალური ბიზნესიდან. უმეტესობა ქრთამისა კი ამ პირების ოფშორულ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თუ ეს დამტკიცდა, საქმე მივა ქონების კონფიქსკაციამდე“ - აცახდებს ადვოკატი.


როგორც The Guardian წერს, სამი წლის წინ დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ უცხოური კრიმინალური დაჯგუფებები იყენებდნენ ოპერაციებს ბრიტანული უძრავი ქონების გამოყენებით, რათა მოეხდინათ მილიარდობით გირვანქა სტერლინგის გათეთრება. 


bpn






AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით
access_time2020-02-18 10:30:26
არეა ექსპო 2020 -უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა 4-5 აპრილს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა -გაყიდვა არე ექსპო 2018 წელს ჩატარდა და წარმოადგენს ერთიან პლატფორმას დეველოპერებისთვის, კონკურენტულ გარემოში შეხვდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, უძრავი ქონების სექტორითა და შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს....

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“
access_time2020-02-18 11:30:08
ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 19 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება და აქტივები, თუმცა, გაზრდილია...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...


მსგავსი სიახლეები

up