ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID 19-მა გაერთიანებულ სამეფოში კიდევ 400 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 22 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მხოლოდ 135-ია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge