ბრიტანეთი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.ამის შესახებ Independent-ი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-მა გაერთიანებულ სამეფოში 209 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 1228-ს მიაღწია. 2 433-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 19 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 135 პაციენტი.
Imedinews