დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ახალი მეთოდის ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პროტეინ ინტერფერონ ბეტაზე, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვირუსული ინფექციის შემთხვევაში გამოიმუშავებს. ექიმებს იმედი აქვთ, რომ პრეპარატის მიღება ადამიანის იმუნური სისტემის სტიმულირებას მოახდენს და უჯრედები ვირუსთან ბრძოლისთვის მზად იქნებიან.
ახალი მედიკამენტი საუსჰემპტონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში შექმნეს, მისი წარმოებით კი კომპანია Synairgen-ია დაკავებული. ადრეული კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ პრეპარატით მკურნალობა კოვიდინფიცირებულებში დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობას თითქმის 80%-ით ამცირებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge