დიდ ბრიტანეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა, რაც კარანტინის გამოცხადებიდან ქვეყანაში ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ BBC წერს.
ჯამში, ქვეყანაში ვირუსს 40 542 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრიტანეთში COVID-19 1 326 ადამიანს დაუდგინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 286 194-მდე გაიზარდა.
ბრიტანეთში ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა.
Imedinews