ბრიტანეთის  სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მიგრანტების გამო გადარჩენისსთვის იბრძვის

ბრიტანეთის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მიგრანტების გამო გადარჩენისსთვის იბრძვის

access_time2021-06-01 20:00:08

პანდემიის პერიოდში მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შედეგად, ბრიტანეთის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გადარჩენისსთვის იბრძვის.

 

კორონავირუსით დაღლილი ბრიტანელები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რესტორნებს, პაბებს და სასტუმროებს მიაწყდნენ, თუმცა მათი მომსახურება პერსონალის დეფიციტის გამო პრობლემაა.

 

ის, რომ დარგს მუშახელი აკლია, ნათლად გამოჩნდა მოთხოვნის მკვეთრი ზრდის ფონზე. სამეფოს მოქალაქეები უბრუნდებიან ცხოვრების ტრადიციულ წესს, რომელის შემადგენელი ნაწილია საღამოებით, განსაკუთრებით პარასკევს, რესტორნებში და პაბებში სიარული. ბიზნესი კი ამ ზრდას ვერ უმკლავდება  - ბრექსიტის და პანდემიის გამო მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის თითქმის ნახევარი სამსახურში ვერ დაბრუნდა.

 

ტრადიციულად ბრიტანეთის მომსახურეობის სფეროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი მიგრანტებზე მოდის და სამუშაო ადგილებზე სწორედ ისინი არ გამოცხადდნენ.

 

ბრიტანეთის სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის ასოციაციის დირექტორის მაიკლ კილის თქმით, გახსნილი ობიექტებიც კი პანდემიამდელ მასშტაბებს ვერ უბრუნდებიან.

 

„კადრების მწვავე დეფიციტია. ბევრმა თანამშრომელმა აღმოსავლეთ ევროპიდან ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. სავარაუდოდ, ისინი უკან არც დაბრუნდებიან, რაც ჩვენს დარგს სერიოზულ პრობლემებს უქმნის“ - ამბობს ის.


 

ბრიტანეთის პაბების ასოციაცია მთავრობას ბიზნესის სრულმასშტაბიანი აღდგენისთვის ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

 

„ბევრ პაბს და რესტორანს ფართის ქირის ვალი დაუგროვდა, ხოლო დავალიანების გამო მოიჯარეების ქონების კონფისკაციაზე მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი პირველ ივლისს სრულდება. 1 ივლისიდან ფართების მფლობელები  მეიჯარეების გარეთ დატოვებას შეუზღუდავად შეძლებენ. ეს კი დიდი პრობლემაა, რადგანაც მრავალთვიანი გაჩერების შედეგად რესტორნებს და პაბებს შემოსავლები თითქმის არ აქვთ“ - ამბობენ ასოციაციაში.

 

21 ივნისად ბრიტანეთში თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნება და ამ დროისთვის მოთხოვნა შიდა ტურიზმზე თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. თუმცა, საკონსულტაციო კომპანია AlixPartnersთ-ის კვლევის თანახმად, ბრიტანეთში არსებული სასტუმროების მეოთხედმა მუშაობა ჯერაც ვერ განაახლა.

 

და ეს მაშინ, როდესაც მოთხოვნა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინგლისში 5,6-ჯერ, შოტლანდიაში, უელსში, და ჩრდილოეთ ირლანდიაში 10-ჯერ გაიზარდა.

 

კადრების დეფიციტი ეკონომიკის აღდგენას არა მხოლოდ ბრიტანეთში აფერხებს - მომსახურე პერსონალის უკმარისობა სარესტორნო ინდუსტრიის აღდგენის პროცესს გერმანიაშიც აფერხებს.

 

მიგრანტების დაბრუნებამ სამშობლოში სერიოზული პრობლემები სამშენებლო სექტორს და სოფლის მეურნეობას რუსეთშიც შეუქმნა.

 


წყარო: lenta.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up