ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონება პანდემიის შედეგად 716 მლნ. დოლარით შემცირდა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონება პანდემიის შედეგად 716 მლნ. დოლარით შემცირდა

access_time2020-09-21 20:00:35

ბრიტანეთს სამეფო ოჯახის ქონება პანდემიის შედეგად 716 მლნ. დოლარით შემცირდა - ამის შესახებ მონარქიის საკუთრების მმართველმა დამოუკიდებელმა კომპანიამ  Crown Estate-მა თავის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა.

 

სამეფო პორტფელს ღირებულება 1,2%-თ შემცირდა და ამჟამად 17,4 მლრდ. დოლარს შეადგენს. ეს ვარდნა გაზაფხულში, კორონავირუსით გამოწვეული სრული ლოკდაუნის შედეგად მოხდა.

 

Crown Estate-ის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონების მეიჯარეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც მოსახლეობის თვითიზოლაციაზე გადასვლის შემდეგ, მისი მსყიდველუნარიანობა მკვეთრად შემცირდა, ვაჭრობის ზოგიერთ სექტორში ბრუნვა ნულამდე დაეცა, მაღაზიები კი დაიხურა.

 

ამის მიუხედავად, 2019-2020 წლებში სამეფო ბიზნესმა  შემოსავალი მაინც მიიღო - Crown Estate-გენერალური დირექტორის დენ ლაბადის თქმით, შემოსავალმა 447 მლნ. დოლარი შეადგინა.

 

კომპანიაში უძრავი ქონების ბაზარზე ახალ პრობლემებს ელიან, შესაბამისად, საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვა ნაწილ-ნაწილ მოხდება - პირველი ტრანში - 113 მლნ. დოლარი - ივლისში უკვე ჩაირიცხა, დანარჩენი თანხა კი ბიუჯეტში სავაჭრო სფეროში სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ წავა.


 

Crown Estate მონარქიის უძრავ ქონებას და მიწებს მართავს. მის მართვაში ოჯახის მთელი აქტივებია - დაწყებული ძვირადღირებული საოფისე და საცხოვრებელი ფართებით ლონდონში და სხვა დიდ ქალაქებში, დამთავრებული 144 000 ჰექტარის  სასოფლო-სამეურნეო მიწებით.

 

თავად მონარქს, ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრებს, მთელი ამ უზარმაზარი ქონების უშუალო მართვასთან შეხება არ გააჩნია. მეტიც, სამეფო ოჯახი საკუთარი ქონებისგან მოგებასაც არაპირდაპირ და არასრული მოცულობით იღებს  - შემოსავალი ბიუჯეტში მიემართება, საიდანაც 2 წლის შემდეგ შემოსული თანხის მეოთხედი დედოფლის განკარგულებაში გადადის.

 

შესაძლოა, უინძორების ოჯახური ქონება კიდევ უფრო გაიაფდეს - მთავრობა უძრავი ქონების გაყიდვაზე და გაქირავებაზე გადასახადის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. ამით ოფიციალური ლონდონი პანდემიის მიზეზით დაკარგული საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილობრივ კომპენსაციას აპირებს.

 

ეს უტოპიული იდეა არაა, იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონის უძრავი ქონება ყოველწლიურად ათასობით მდიდარ მყიდველს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებიდან იზიდავს და ეს სამშენებლო სექტორის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

 

 

rbc.RU

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ბრიტანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up