ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოდის ინიციატივით, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა ლოკაცია შეიცვალოს და ლორდთა პალატის სხდომები ქალაქ იორკში ჩატარდეს. ამის შესახებ Mirror პრემიერ-მინისტრის წერილზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის მიზეზია სარემონტო სამუშაოები, რომელიც ვესტმინსტერში მდებარე პარლამენტის შენობას უნდა ჩაუტარდეს.
ვესტმინსტერში მდებარე პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციაზე ექვსი მილიარდი ფუნტი დაიხარჯება. გამოცემის ცნობით, რემონტი შესაძლოა 2030 წლამდე გაგრძელდეს.
შენობა, ჯერ კიდევ 2013 წელს საფრთხის შემცველად დაასახელეს. მაშინ სწრაფი რემონტისთვის 4 მილიარდი ფუნტის დახარჯვას გეგმავდნენ და რემონტის ვადად 6 წელი განისაზღვრა.
imedinews.ge