ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის გადავადებას მისცა ხმა

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის გადავადებას მისცა ხმა

access_time2019-10-19 19:21:24

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ Brexit-ის გადავადებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ცვლილება განხილვაზე კონსერვატიული პარტიიდან გარიცხულმა დეპუტატმა ოლივერ ლეტვინმა შეიტანა. მის წინადადებას მხარი 322 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 306 იყო. 

ამგვარად, პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ ჯერ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის აუცილებელი კანონმდებლობა უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს კენჭისყრაზე ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების პროექტი. ლეტვინმა აღნიშნა, რომ ის ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს. 

მიღებული ცვლილების გათვალისწინებით, ჯონსონი იძულებული იქნება ბრიუსელს მორიგი გადავადება სთხოვოს, რადგან მთავრობა 19 ოქტომბრამდე შეთანხმების მიღებას ვერ მოასწრებს. თუმცა პრემიერმა განაცხადა, რომ ასე არ მოიქცევა და აუცილებელი კანონპროექტი პარლამენტში განხილვაზე უკვე მომავალ კვირაში შევა. ჯონსონი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბრამდე ყველა ფორმალობის დასრულებას მოასწრებს, თუმცა ოპოზიციას ამაში ეჭვი ეპარება.


17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა. ლონდონმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.


თეგები:
Brexit



იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...


მსგავსი სიახლეები

up