ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შესაძლო დატოვება, ფუნტს ასუსტებს

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შესაძლო დატოვება, ფუნტს ასუსტებს

person access_time2016-02-24 11:20:03

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შანსები სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ ფონზე კი ბრიტანეთის ნაციონალური ვალუტა ფუნტი პოზიციებს კარგავს. ეს უკანასკნელი დოლართან მიმართებაში ბოლო 7 წლის მინიმალურ ნიშნულს აფიქსირებს, სავალუტო კალათის სხვა ძირითადი მოთამაშეების მიმართ კი ბოლო 2 წლის მინიმუმზეა. ბიბისის ცნობით, უმსხვილესი ბრიტანული კომპანიები ფიქრობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის. ერთობლივი მიმართვა გამოცემა თაიმსშ" გამოქვეყნდა, წერილს ბრიტანული ბიზნესის 198 წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. 

 

ბრიტანელი ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი შეღავათების მიღება შეძლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

-ბიზნესი ითხოვს შეუზღუდავ წვდომას 500-მილიონიან ევროპულ ბაზარზე, რათა გაგრძელდეს ზრდა, განვითარება და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

 

23.02.2016

 

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 

 

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.


 

ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1012 მიმდინარეობს.

 

შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,3983 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 111.86 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

 

ოქროზე ფასმა მოიმატა 0.39 %-ით და ვაჭრობა 1227.40 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,20 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.27 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 1.98%-ით და ბარელზე შეადგინა 31.24 დოლარი.

 

 



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up