ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ომის ახალი ფაზის დაწყება

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ომის ახალი ფაზის დაწყება

access_time2022-08-06 15:17:07

ბრიტანეთის დაზვერვას მიაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის სწრაფად შევა ახალ ფაზაში, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალებს უყრის თავს უკრაინის სამხრეთით.



რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფად შევა ახალ ფაზაში, როდესაც უმძიმესი ბრძოლები გადავა ფრონტის ხაზზე, რომლის სიგრძეა დაახლოებით 350 კმ, ზაპოროჟიეს სამხრეთ-დასავლეთით ხერსონამდე, მდინარე დნეპრის გაყოლებით, - ნათქვამია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტვიტერით გავრცელებულ ინფორმაციაში.


ამავე ცნობით, რუსეთის ჯარების თავშეყრა უკრაინის სამხრეთში მაღალი ალბათობით განპირობებულია უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინით, ან შესაძლო იერიშის სამზადისით.
რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების, ტანკების, არტილერიისა და სხვა იარაღის გრძელი კოლონები გადიან უკრაინის დონბასიდან გამგზავრებას და სამხრეთ-დასავლეთით მიდიან, - ნათქვამია ბრიტანეთის სამხედრო უწყების ახალ ანგარიშში.



ამავე დროს, უკრაინის ძალები სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს ხიდებს, საბრძოლო მასალების საწყობებსა და უკრაინის სამხრეთით, კერძოდ, ხერსონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სარკინიგზო კომუნიკაციას, რათა ამგვარი კომბინირებული შეტევებით შეასუსტონ რუსეთის უნარი, შეავსოს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვები, - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ცნობაში. 



უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იერიშებს მტრის ცოცხალი ძალასა და შეიარაღებაზე. 1 აგვისტოს, სამხრეთის დაჯგუფების უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების პრესცენტრი იტყობინებოდა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის სამხრეთით უკრაინის არმიამ რუსეთის ჯარების 15-მდე საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა .


წყარო: radiotavisupleba.ge


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up