ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ერაყში და ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
„რეგიონში გაზრდილი დაძაბულობების გამო, საგარეო უწყება რჩევას აძლევს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ერაყში მოგზაურობისგან. გამონაკლისია ქვეყნის ქურთისტანის რეგიონი. ასევე მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ირანში ჩასვლისგან“,- აღნიშნულია საგარეო მდივნის დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის მიერ აეროპორტზე მომხდარ საჰაერო თავდასხმისას სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირი, ყასიმ სოლეიმანი დაიღუპა. ირანის უმაღლესი ხელისუფლების პირები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჯარების გადასროლის თაობაზე.
IPN