ბრიტანეთი მსხვილი კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებას გეგმავს

ბრიტანეთი მსხვილი კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებას გეგმავს

access_time2021-03-04 19:30:00

დიდი ბრიტანეთი 2023 წლისთვის დიდი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას აპირებს. ამის მიზეზი პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკა და გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯებია.



საუბარია მოგების გადასახადის 19%-დან 25%-მდე ზრდაზე, რაც ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თქმით, მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში არსებულ გადასახადზე დაბალია. როგორც დაგეგმილია, გაზრდილი გადასახადი 2023 წლის აპრილიდან ამოქმედდება და მხოლოდ იმ კომპანიებს შეეხება, რომელთა წლიური მოგება დაახლოებით 250 000 გირვანქა სტერლინგს აღემატება. მსგავსი კომპანიები ქვეყანაში მოქმედი კომპანიების 10%-ია.



ცნობისთვის, ბრიტანეთის ეკონომიკამ ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა, ამაზე, პანდემიის გარდა, ბრექსითმაც იქონია გავლენა, ვინაიდან დიდი ბრიტანეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს გამოეყო.



გუშინ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა დამატებით 65 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გამოყოფის პირობა დადო, რათა დასაქმებულებსა და ბიზნესებს ფინანსური დახმარება გაუწიონ.




აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის პერიოდში 400 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი ისესხა. საბიუჯეტო ვალი უკვე 2 ტრილიონ გირვანქა სტერლინგს უახლოვდება.



ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მშპ-ი 2020 წელს დაახლოებით 10%-ით დაეცა. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა 2013 წლის ზომას დაუბრუნდა. 5 იანვარს დაწესებული საყოველთაო ლოკდაუნი კი პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკას მორიგ დარტყმას მიაყენებს.




forbes.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up