ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის სამხედრო ალიანსი - ახალი „ინტერმარიუმი“

ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის სამხედრო ალიანსი - ახალი „ინტერმარიუმი“

access_time2022-02-02 14:00:44

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს , კერძოდ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის სამხედრო ალიანსის თემას ვრცელ პოსტში აანალიზებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კახა ლომაია. ამ ალიანსის შექმნას ლომაია ახალ „ინტერმარიუმს“ უწოდებს.

 

„კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ კახა ლომაიას პოსტს, რომელიც 2 თებერვალს გამოაქვეყნა ფეისბუქზე:

 

ინტერმარიუმი“ (ლათინურად „ზღვათაშორისი“, პოლონურად Międzymorze) დიდი პოლონელი მხედართმთავრის და პოლიტიკური ლიდერის, მარშალ იოჟეფ პილსუდსკის გეოპოლიტიკურ გეგმას ეწოდებოდა, რომელიც რუსეთის იმპერიის მეზობელ სახელმწიფოებს გააერთიანებდა ერთ კონფედერაციად ბალტიიდან შავ ზღვამდე. ამ გეგმის განხორციელება ევროპაში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის ვერ მოხერხდა.

 

მიმდინარე კვირაში კიევში გამოცხადდება დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის სამმხრივი თავდაცვითი ალიანსის შექმნა, რომლის მიზანი „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება“ იქნება. რუკაზე დახედვაც არ არის საჭირო იმის დასანახად, რომ ეს ალიანსი ბალტიიდან შავ ზღვამდე სივრცესაც მოიცავს. უკანასკნელ დღეებში უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარებაის აღმოჩენის პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდა. დღეს კიევში ჩაფრინდა წლის დასაწყისიდან მეექვსე ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც კიდევ 84 ტონა „ლეტალური სამხედრო ტვირთი“ ჩაიტანა. სულ ამ წლის 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე, ამერიკამ უკრაინას 500 ტონა (!) შეიარაღება და ტყვია-წამალი მიაწოდა.

 


უკრაინის შეიარაღებული ძალები აღარასოდეს იქნებიან ისეთი, როგორიც ისინი ყირიმის ანექსიის დროს იყვნენ. პოლონეთი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, დრონებს და ტყვია-წამალს გადასცემს, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა მორავეცკიმ. დღეს ტულონიდან შავ ზღვაში გაემართა ფრანგული ფრეგატი, რომელიც ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ დაჯგუფებაში შედის. დაჯგუფებაში, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში აპრილამდე დარჩება, ასევე შედიან სამი ფრეგატი, მომარაგების ხომალდი და ბირთვული წყალქვეშა ნავი.

 

ასევე დღეს პირველად თავის ისტორიაში, უკრაინამ შეძლო გაზის იმპორტი უნგრეთიდან. რუსეთის ტრანზიტის სრული შეწყვეტის შემთხვევაშიც კი უკრაინა უკვე ორი სხვადასხვა მიმართულებიდან (პირველი სლოვაკეთი იყო) შეძლებს დასავლეთიდან გაზის იმპორტს.

 

ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინული ალიანსი ახალ და რთულ გეოპოლიტიკურ თავსატეხს უჩენს რუსეთს. ერთის მხრივ, ეს არ არის ნატო, შესაბამისად, რუსეთის პრეტენზიები უკრაინა ნატო-ში არ მიიღოთო, ამ ალიანსზე ვერ გავრცელდება. მეორე მხრივ, ახალი ალიანსის სამი წევრიდან ორი აგრეთვე ნატო-ს წევრიცაა. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, და პოლონეთს და ბრიტანეთს ამ უკანასკნელთან სამოკავშირეო ვალდებულებები აკავშირებს, მაშინ გამოდის, რომ რუსეთს ნატო-ს წევრებთან მოუწევს დაპირისპირება. მაგრამ ნატო-ს ერთ წევრთან დაპირისპირება ხომ მთლიანად ნატო-სთან დაპირისპირებაა?

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასარგებლო იდიოტების მიერ ბუნდოვანების და ორაზროვნების შექმნის დიდოსტატად მონათლული პუტინი, თავად გააბეს გეოსტრატეგიულ ბუნდოვანებაში.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ სამთა ალიანსს აშშ-ს კურთხევა არ ჰქონოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე დღეს პუტინს არ ჰქონდა პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდა რუსეთი თავის ულტიმატუმზე მტკიცე უარის მიღების შემდეგ. სად გაქრა მისი ჩვეული თავხედობა და აგრესიულობა? დღეს ის უკვე აღარ ემუქრებოდა აშშ-ს ვაშინგტონზე დამიზნებული ბირთვულ ქობინიანი ჰიპერბგერითი რაკეტით, რომელიც უხილავ და უხმაურო წყალქვეშა ნავზეა დამონტაჟებული სადღაც ატლანტის ოკეანის ფსკერზე. პირიქით, მან რიტორიკული კითხვაც კი დასვა, თუ უკრაინა ნატო-ში მიიღეს და მან ყირიმის დაბრუნება განიზრახა, გამოდის რომ ჩვენ ნატო-სთან მოგვიწევს ომიო?

 

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნატო-ს არ გაფართოების ნაცვლად, რუსეთი შვედეთ-ფინეთით გაძლიერებულ ნატო-ს მიიღებს, ხოლო „იალტა-2“-ის და გავლენის სფეროების აღდგენის ნაცვლად ახალ „ინტერმარიუმს“, ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის ალიანსის სახით“, - წერს კახა ლომაია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up