ბრიტანელმა დინ მაკიუენმა ტაილანდის ტბაში 2 მეტრიანი მეკონგის გიგანტური ლოქო დაიჭირა, რომელიც 190 კილოგრამს იწონიდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამხელა თევზის დაჭერა მაკიუენისთვის „სიცოცხლის მთავარი ბრძოლა იყო. გიგანტური ლოქო ამ სახეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზი გახდა, რომელიც მსოფლიოში ოდესმე დაუჭერიათ. მეთევზეს საათნახევარი და რამდენიმე ადამიანის დახმარება დასჭირდა უზარმაზარი თევზის წყლიდან ამოსაყვანად.
„ეს გამძლეობის ნამდვილი გამოცდა იყო. საათნახევრის შემდეგ თევზი ტბიდან ამოვიყვანეთ და ცოტა დავისვენეთ“, - იხსენებს ბრიტანელი მეთევზე.
აწონვის და გაზომვის შემდეგ, თევზი ისევ წყალში გაუშვეს. პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ მეკონგის ლოქოს პოპულაციის მკვეთრი შემცირების გამო, ეს სახეობა მსოფლიო ბუნების დაცვის კავშირის მიერ გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია.