„ბრისტოლიდან პეკინამდე“ ბრიტანელი ველომოგზაურის ოდისეა საქართველოში

„ბრისტოლიდან პეკინამდე“ ბრიტანელი ველომოგზაურის ოდისეა საქართველოში

access_time2021-03-23 23:20:00

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა დაასრულა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


ლუკ შოუმ გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბრისტოლიდან აიღო სტარტი და ევროპის 15 ქვეყანა ველოსიპედით მოიარა. 


საქართველოს გავლით ბრიტანელი ველომოყვარული ჩინეთში, პეკინში ჩასვლას გეგმავს.


2 წლის წინ, 24 წლის ასაკში, ლუკს კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ლუკ შოუმ სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად 300 000 გირვანქა სტერლინგის შეგროვება გადაწყვიტა და ამ მიზნით ველომარათონი „ბრისტოლიდან პეკინამდე“ წამოიწყო, ლუკ შოუ 30 ქვეყანაში მოგზაურობას და 30 000 კილომეტრის გავლას გეგმავს.


საქართველოში ლუკ შოუ სარფიდან შემოვიდა და ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, გორი და მცხეთა მოიარა. ლუკ შოუს საქველმოქმედო ველომარათონს აქტიურად აშუქებს BBC. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია მოგზაურის შესახებ ფილმს ამზადებს და ველომოყვარულის გადაადგილების შესახებ BBC-ის მაყურებელს ინფორმაციას პერიოდულად აწვდის.
ძველ თბილისში ბრიტანელ ველოსიპედისტს და BBC-ის ჟურნალისტს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ლუკ შოუმ საქართველოში უკვე მოინახულა სხვადასხვა ტურისტული ადგილები. საქართველოდან გამგზავრებამდე ბრიტანელი ველოსიპედისტი ქართველ ველომოყვარულებს შეხვდა და მათთან ერთად ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.



„როგორც იცით ლუკ შოუს ტური დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო და ჩინეთში სრულდება, ეს ტური 30 ქვეყანას მოიცავს და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ სიაში საქართველოც შედის, რაც საშუალებას გვაძლევს პოპულარიზაცია გავუწიოთ სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტს. საქართველოში ყოფნის პერიოდში ლუკ შოუმ უკვე მოინახულა ბათუმი, ქუთაისი, თბილისი და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები. ველომოყვარულეთან ერთად გადაადგილდება BBC-ის ჟურნალისტიც, რომელიც პერიოდულად ლუკ შოუს მოგზაურობას აშუქებს. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია გავუწიოთ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.


„მე ბრისტოლიდან პეკინამდე ველოსიპედით ვმოგზაურობ. ეს ექსპედიცია 30 ათასს კილომეტრს მოიცავს და გზის მონაკვეთებზე ჩემთან ერთად სხვადასხვა ადამიანი მოგზაურობს. ამ ყველაფრის მიზეზი კი შემდეგია: 2018 წელს კიბოს დიაგნოზი დამისვეს, ეს იყო ძალიან სერიოზული, იშვიათი და აგრესიული დაავადების სახეობა. ვფიქრობდი, ბევრს ვეღარ ვიცოცხლებდი. იმ დღეს როდესაც ეს დიაგნოზი დამისვეს თავში ერთი აზრი მქონდა, თუ შანსი მომეცემოდა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით უნდა მემოგზაურა. მინდა შევხვდე სხვადასხვა ადამიანებს, ვნახო სხვადახვა ადგილი, გავეცნო განსხვავებულ კულტურას. მე ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით და იმ ადამიანებთან შეხვედრით, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში გავიცანი. ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, გელათში მოგზაურობით საოცარი გამოცდილება მივიღე. საქართველოში სტუმარმასპინძლობის დონემ ნამდვილად გამაოცა. თქვენს ქვეყანაში სტუმრობა მართლაც შესანიშნავია. მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე ქართულმა სტუმარმასპინძლობამ და ხალხმა ეს ქვეყანა ჩემთვის განსაკუთრებული გახადა.“-ამბობს ლუკ შოუ.


„ძალიან მოხარული ვარ, შესაძლებლობა, რომ მომეცა ლუკთან ერთად საქართველოში მემოგზაურა. საქართველო ძალიან განსხვავებული, ლამაზი, კულტურით გამორჩეული და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ქვეყანაა. მე ლუკის მოგზაურობის პარალელურად ორიენტირებული ვარ, რომ ჩემს აუდიტორიას გავაცნო საქართველო ღვინით, ეკოტურიზმით და სხვადასხვა მიმართულებებით.“-ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი კლემენტაინ ებელი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up