Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

access_time2021-12-04 17:00:24

დიდი ბრიტანეთი ახალი კრიზისის წინაშეა – ევროკავშირიდან ხმაურით გასულ გაერთიანებულ სამეფოში პერსონალის მწვავე დეფიციტიაბიზნესი კადრებს უშედეგოდ ეძებს.

ბრიტანეთის სავაჭრო პალატის ბოლო კვლევით, 10-დან 9 კომპანია, ხელფასის ზრდის დაპირების მიუხედავად, თანამშრომლების დაქირავებას ვერ ახერხებსყველაზე მეტი თანამშრომელი კვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებს სჭირდება. პერსონალის დაქირავების პრობლემაზე კომპანიების 92%-მა განაცხადა.

სამუშაო ძალის დეფიციტი შეიქმნა ტრანსპორტირებისსოფლის ​მეურნეობისსაბანკო და საცალო ვაჭრობის სექტორებშიცსამეფოში საწვავის მწვავე კრიზისიამედია ავტოგასამართ სადგურებზე მრავალსაათიან რიგებსა და მაღაზიებში დაცარიელებულ თაროებზე წერდაატვირთო გადაზიდვების ორგანიზაციის – Freight UK-ის მონაცემებითამ დროისთვის ბრიტანეთს 90 000 მძღოლის დეფიციტი აქვს. ამ ვაკანსიას აქამდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები ავსებდნენ.

მთავრობა ირწმუნება, რომ Brexit არაფერ შუაშია და კრიზისი პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის თანმდევია. თუმცა, პროცესები პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ევროკავშირთან საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას აიძულებს.

Brexit-მაგლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა და COVID-19-ის გრძელმა კუდმა შექმნა შესანიშნავი ქარიშხალი გაერთიანებული სამეფოს ბიზნესისთვის“, – ამბობს საკონსულტაციო კომპანია BDO პარტნიორი ედ დვანი.

ევროკავშირის დატოვება რომ დიდ ბრიტანეთს პრობლემას შეუქმნიდა, წინასწარი შეფასებებიც ცხადყოფდა. როგორია Brexit-ის გავლენა რიცხვებში, რთული სათქმელია. სხვადასხვა შეფასებით, 2030 წლისთვის ბრიტანეთის ეკონომიკის ზომა 1.2-3.5%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში იქნებოდა.  2020 წელს ქვეყნის მშპ-ის ვარდნამ 9.9% შეადგინა. მშპ $320 მილიარდით, 2.81 ტრილიონამდე შემცირდა (22 ოქტომბრის გაცვლითი კურსით). 

2020 წელს Brexit-ს COVID პანდემია დაერთო, რამაც პრობლემები არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოს, არამედ თითქმის ყველა ქვეყანას შეუქმნა. ახლა იმის გაყოფა, თუ რა არის Brexit-ის გავლენა და რა პანდემიის, რთულია.  


„პანდემიამ მიწოდების ჯაჭვზე ყველა ქვეყანაში მოახდინა გავლენამაგრამ არსად ასე მწვავედ არ წარმოქმნილა პრობლემაროგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდაარა იმიტომ რომ პროდუქციის მიღების პრობლემა გაჩნდაარამედ იმიტომ, რომ არ ჰყავთ საჭირო კადრები. Brexit-ის მომხრეები იმიგრაციას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებდნენ. ისინი ამბობდნენრომ უცხო ქვეყნებიდან შემოსული პირები მათ სამუშაო ადგილებს იკავებდნენსინამდვილეში აღმოჩნდარომ უცხოელები დასაქმებულები იყვნენ იმ სამუშაოზესადაც მუშაობა ბრიტანელებს არ სურდათ, ან იქ, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტი იყო“, – ამბობს რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე.

ევროკავშირში ყოფნის დროს ღია საზღვრები ნისლიან ალბიონს აღმოსავლეთ თუ სამხრეთ ევროპელებისთვის მიმზიდველ სამუშაო ადგილად აქცევდა. სწორედ ამიტომ ქვეყანაში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი არარეზიდენტი ჩადიოდა. 2021 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში ბიზნესმა 1 მილიონი ვაკანსია გამოაცხადა. ამ ვაკანსიების ნაწილს სწორედ იმიგრანტები ავსებდნენ. 

პერსონალის მზარდი დეფიციტის ფონზე გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იძულებულია ვიზების გაცემა დააჩქაროს, თუმცა, პრემიერ ჯონსონს მოუხდა აღიარება, რომ დროებითი ვიზის აღების მსურველი არც ისე ბევრია.

„როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ახლა ბორის ჯონსონი დაკავებულია ვიზების გაცემითევროკავშირში ყოფნისას მიმზიდველი იყო მუშახელისთვის ბრიტანეთში სამუშაოდ ჩასვლა. ისინი არ იყვნენ დროში შეზღუდულები. ახლა მოკლევადიანი ვიზებით შესვლა ქვეყანაში მათთვის მიმზიდველი აღარ არის“, – განმარტავს გიორგი ბადრიძე.

სამეფოს სურვილი, სწრაფად გააფორმოს ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, მოკლევადიან პერიოდში ვერ მიიღწევა. ასეთი ტიპის დოკუმენტების მომზადება-გაფორმებას წლები სჭირდება. თანაც, როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე ევროკავშირია 500-მილიონიანი ბაზრით, მას ბევრად მიმზიდველი პირობით შეუძლია შეთანხმების დადება, ვიდრე ცალკეულ ქვეყანას, თუნდაც 63-მილიონიან დიდ ბრიტანეთს.

„ბრიტანეთი ვერ შეძლებს მოკლე ვადაში მიწოდების ჯაჭვების აღდგენასა და ევროკავშირიდან გასვლით მიღებული დანაკლისის შევსებას ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, იქნება ეს ჩინეთი, ინდოეთი, თუ სხვა ქვეყანა. ამ პროცესს 10-წლიანი პერიოდი დასჭირდება. მას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდაცყველა ქვეყანა მოითხოვს მუშახელისთვის სამუშაო კვოტასპოლიტიკური და სუვერენიტეტის დაბრუნების მოტივით ევროკავშირის დატოვებით, ბრიტანეთში უარი თქვეს ეკონომიკურ სარგებელზე“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.

რა ელის ბრიტანეთს, ამას დიდწილად კრიზისზე მთავრობის საპასუხო ნაბიჯები განსაზღვრავს. ექსპერტები ამბობენ, რომ უცხოელების დაქირავება ეწინააღმდეგება თავად Brexit-ის კონცეფციას – იმას, რამაც ჯონსონი ხელისუფლების სათავეში მოიყვანა. იმიგრანტების მიერ დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ხელახლა შევსების უფლება ნიშნავს მომავალ არჩევნებზე Brexit-ის მომხრეთა ხმების დაკარგვას. თუმცა, არის მეორე მხარეც – მოსახლეობას საწვავი, სავსე მაღაზიები და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. 

წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up