Brexit-ის ფონზე ნავთობის მსოფლიო ფასები ეცემა

Brexit-ის ფონზე ნავთობის მსოფლიო ფასები ეცემა

person access_time2016-06-24 10:53:53

Brexit-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესახებ ნავთობის ფასი ეცემა. 

 

დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების ფონზე, რომელთა თანახმად ბრიტანელების უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, ნავთობის ფასები 6%–ზე მეტად შემცირდა. 


კერძოდ, ბარელი Brent–ის ღირებულება 6,52%–ით, 47,6 დოლარამდე დაეცა.


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგეებმა ცენტრალური ინგლისის სამრეწველო ქალაქებში წარმატებას მიაღწიეს, ნავთობის ფასების ვარდნა გაძლიერდა და ბარელის ღირებულება 49 დოლარამდე ჩამოვიდა.


 

48 დოლარს კი ეს მაჩვენებელი მას შემდეგ ჩამოსცდა, რაც ბრიტანულმა ტელეარხებმა, ბიბისიმ და Sky–მ Brexit–ის მომხრეთა 52%–იანი გამარჯვება იწინასწარმეტყველეს.

 

6,6%–ზე მეტად შემცირდა WTI–ს მარკის ნავთობის ღირებულება და ის $46,89–ს ჩამოსცდა.

 

ნავთობის კოტირებების შემცირება ფუნტი სტერლინგის ვარდნის ფონზე მიმდინარეობს. ბრიტანული ვალუტის კურსი 1985 წლის შემდეგ მინიმალურ ნიშნულზე იმყოფება. ასევე ეცემა ევროს კურსი, რომელიც $1,09 დოლარამდე ჩამოვიდა, ეს კი ერთი დღის წინანდელ მაჩვენებელს 3,66%–ით ჩამოუვარდება.

 

შეგახსენებთ: ბრიტანეთის მოსახლეობამ 17,000,000 მილიონზე მეტი ხმით (51.8%) ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა. 




თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up