ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთში სასურსათო დეფიციტი დაიწყო

ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთში სასურსათო დეფიციტი დაიწყო

access_time2021-01-13 18:20:03

ბრიტანეთის სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები რამდენიმე სახეობის ხილ-ბოსტნეულის დეფიციტის შესახებ საუბრობენ და ეს დაკავშირებულია ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ საზღვრის გადაკვეთის გამკაცრებასთან.


იმის მიუხედავად, რომ ლონდონმა ბრიუსელთან მოლაპარაკებების დროს უკვე ბოლო საათებში ბრექსიტის შედარებით რბილ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა მოახერხა, ევროკაშირიდან გასვლა უმტკივნეულო მაინც ვერ იქნებოდა. პირველად, ეს ვაჭრობამ იგრძნო, რადგანაც სასურსათო პროდუქტების დიდი ნაწილი ბრიტანეთში იმპორტირებულია.


სავაჭრო კომპანიების თქმით, შეფერხებების მიზეზია ბიუროკრატიული პროცედურები საზღვრებზე, რომლებიც ბუნებრივად ამუშავდა იმის შემდეგ, რაც სამეფოზე ევროკავშირის გამარტივებული წესები არ ვრცელდება.

ვითარებას ასევე საკარანტინო შეზღუდვები და კორონავირუსის გამო წარმოქმნილი სამუშაო ძალის დეფიციტიც ართულებს.

კერძოდ, სუპერმარკეტების ქსელის Tesco-ს საიტზე ნათქვამია, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დეფიციტშია ისეთი მარტივი და ფართო მოხმარების პროდუქტები, როგორც ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, და ფორთოხალი, ონლაინ-მაღაზია Ocado კი იუწყება, რომ გაყიდვაში არ არის სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ხილ-ბოსტნეულის რამდენიმე სხვა დასახელების პროდუქტი.


გადამზიდავების ინფორმაციით, ბრიტანეთის საზღვრებზე სრული ქაოსია და ახალი საბაჟო პროცედურების შემოღების შემდეგ მარტივი ტვირთების გადაადგილებაც კი თითქმის შეუძლებელია.


გადამზიდავთა ასოციაციის Road Haulage Association-ის ინფორმაციით, საზღვრებზე უკვე მრავალკილომეტრიანი საცობები. როგორც წესი, ყოველდღიურად ბრიტანეთის მთავარ სახმელეთო საზღვარს ლა-მაშთან 2000-მდე სატვირთო მანქანა კვეთს, თუმცა, ამჟამად ვითარება რადიკალურად განსხვავებულია - ახალი პროცედურები ყოველმა მეხუთე მანქანას ვერ გაიარა.



საზღვარზე ქაოსის და რიგების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.


ბრექსიტის საკითხებში მინისტრის მაიკლ გოუვის თქმით, უახლოეს დღეებში მდგომარეობა არათუ არ გაუმჯობესდება, არამედ მკვეთრად გაუარესდება - საშობაო და საახალწლო არდადაგების გამო სატვირთო მანქანების ნაკადი საზღვარზე შედარებით მცირეა, უახლოეს დღეებში კი ის ჩვეულ მასშტაბებს დაუბრუნდება.

შესაბამისად, მოსალოდნელია საზღვარზე კიდევ უფრო დიდი რიგები, მეტი ქაოსი და ბრიტანეთის მაღაზიებში მეტი დეფიციტი.

ცალკე თემაა - ჩრდილოეთ ირლანდია, რომელსაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ განსაკუთრებული სტატუსი აქვს, რაც არა მხოლოდ უცხოეთიდან, არამედ სამეფოს სხვა ნაწილებიდან შემოტანილი ტვირთების შემოწმება-გაფორმებას გულისხმობს.

ამ რეგიონში ხილ-ბოსტნეულის არჩევანის მკვეთრი შემცირება სავაჭრო ქსელებმა Asda, Sainsbury’s და Tesco-მ დაადასტურეს.

მათი თქმით, ბევრი მომწოდებელი ამ ახალი პროცედურებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.

ხილ-ბოსტნეულის დეფიციტს ბრიტანეთში სამუშაო ძალის უკმარისობაც ართულებს - მოსახლეობის, და შესაბამისად, მუშახელის, დიდი ნაწილი იზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ბრიტანეთში მკაცრი აკრძალვები მოქმედებს, თუმცა, ჯერ-ჯერობით უშედეგოდ - ბრიტანეთი კორონავირუსით დაავადების კუთხით ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად რჩება, განსაკუთრებით, ახალი შტამის გამოვლენის შემდეგ.



freshfruitportal.com



მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up