„ბრექსიტის“ ოფიციალური გეგმა ჩავარდა - რა არის მოსალოდნელი?

„ბრექსიტის“ ოფიციალური გეგმა ჩავარდა - რა არის მოსალოდნელი?

access_time2019-01-16 20:00:21


15 იანვარს ბრიტანეთს პარლამენტში  ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის სამთავრობო გეგმის კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდნენ არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელს ევროპაში.


დოკუმენტი წარადგინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, თუმცა, მას თავიდანვე აკლდა მომხრეები, რის გამოც კენჭისყრა, რომელიც დაგეგმილი იყო 15დეკემბრისთვის,  ერთი თვით გადაიდო.


როგორც ჩანს, ვერც ამან უშველა ტერეზა მეის - 432 ხმით 202 წინაამღდეგ პარლამენტმა ჩააგდო ბრექსიტის ოფიციალური გეგმა. ეს იყო ბრიტანეთს მთავრობის ყველაზე დამანგრეველი მარცხი ქვეყნის ისტორიაში - წერს გაზეთი The Financial Times.


ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამართავს კონსულტაციებს პარტიების წარმომადგენლებთან და 21 იანვარს  ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ გეგმას წარადგენს.


რა შესთავაზა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა?


ტერეზა მეის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, ბრიტანეთი  ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს. 2020 წლის ბოლომდე კი ქვეყანა დარჩება ევროკავშირის ერთიანი ბაზრის და საბაჟო კავშირის შემადგენლობაში.


ამ 2 წლის მანძილზე ლონდონი და ბრიუსელი გამართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის საბოლოო პარამეტრების თაობაზე.


ოფიციალური გეგმა შედგება 585 გვერდისგან. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს სპეციალური ერთობლივი კომისიის შექმნას, რომელიც განიხილავს ბრიტანეთს და ევროკავშირს შორის გაჩენილ ნებისმიერ უთანხმოებას და ასევე მას ექნება ბრექსიტის თაობაზე შეთანხმებაში შესწორებების შეტანის უფლება.


გარდამავალი პერიოდის შემდეგ, ლონდონი მიიღებს ევროკავშირიდან ჩამოსული შრომითი მიგრანტებისადმი მოთხოვნების გამკაცრების უფლებას და მეტ დამოუკიდებლობას ბიზნესის საკითხებსა და იურიდიულ სფეროში.


საბოლოოდ, გარდამავალი პერიოდი დასრულდება 2020 წლის 31 დეკემბერს.


რა არ მოსწონთ დეპუტატებს?


ერთ-ერთი პუნქტი, რომელის იწვევს პარლამენტარების უკმაყოფილებას, არის ე.წ. backstop-ის მექანიზმი, რომელიც იქნება გააქტიურებული იმ შემთხვევაში, თუ გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მხარეები ვერ შეთანხმდებიან ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრებთან დაკავშირებით.


Backstop გულისხმობს, რომ საზღვარი 2 ირლანდიას შორის (ერთი ევროკავშირის წევრია მეორე კი შედის გაერთიანებულ სამეფოში) დარჩება გამჭირვალე  იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი კვლავაც იქნება ევროკავშირის საბაჟო კავშირში  - თუმცა, ეს ეწინააღმდეგება ბრექსიტის სულისკვეთებას, ზღუდავს ლონდონის სუვერენიტეტს და ხელს შეუშლის ბრიტანეთის მიერ სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებას.


თანაც ბრიტანეთი ვერ გავა დამოუკიდებლად backstop-იდან, რადგანაც ამისთვის საჭიროა ლონდონის და ბრიუსელის ერთობლივი თანხმობა.


Backstop-ის მექანიზმის შეზღუდავს ბრიტანეთის სავაჭრო თავისუფლებას და გადააქცევს მას ევროკავშირზე დამოკიდებულ ტერიტორიად - განაცხადა პრემიერ-მინისტრის თანაპარტიელმა, კონსერვატორმა ჯონ რედვუდმა.



მისი აზრით, ქვეყანამ უნდა დატოვოს ევროკავშირი ყოველგვარი პირობების გარეშე - ე.წ. „ბრექსიტი შეთანხმების გარეშე“. მაშინ ლონდონი შეძლებს დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის წარმოებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში.


მოსახლეობის არასაკმარისი მხარდაჭერა


უკმაყოფილო დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერეზა მეის არ გააჩნია მოსახლეობის ნდობა და ითხოვენ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა უნდა შეეხებოდეს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მიზანშეწონილობას.


„პრემიერ-მინისტრმა წარადგინა გარიგების პროექტი, რომელიც ცხადყოფს რომ ბრექსიტის ფანტასტკიური ვარიანტის რეალიზება შეუძლებელია. ტერეზა მეის შეთანხმება ძალიან განსხვავდება იმ დაპირებებისგან, რომლებიც მიიღო ქვეყნის მოსახლეობამ 2016 წელს და რის საფუძველზეც უმრავლესობამ მისცა ხმა ევროკავშირიდან გასვლას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთმა თანაპარტიელმა, კონსერვატორმა სარა ვულასტონმა.


ბრექსიტის სხვა სცენარები


ანალიტიკურ ცენტრ The Economist Intelligence Unit (EIU)-ს აზრით, კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ, არსებობს სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტი.


1.განმეორებით კენჭისყრა


პრემიერ-მინისტრს  შეუძლია გადახედოს გარიგების პროექტს და წარადგინოს ის პარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ. ამისთვის, გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური გეგმავს ევროკავშირისგან მეტი დათმობების მიღებას და ამ საკითხში ლონდონს მხარს უჭერს ბერლინი.


კერძოდ, შესაძლებელია backstop-ის მექანიზმის დასრულების ვადის დანიშვნა, რაც შეარბილებს კონსერვატორების პოზიციებს.


2. განმეორებითი რეფერენდუმი


კიდევ ერთი ვარიანტი გულისხმობს ახალი რეფერენდუმის ჩატარებას, რომლის დროსაც ბრიტანელებს კიდევ ერთხელ ჰკითხავენ - რა უნდა აკეთოს მთავრობამ.


ეს ვარიანტი უფრო სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი უარს იტყვის დამატებით დათმობებზე - ამ სიტუაციაში ბრიტანელებს ექნებათ შესაძლებლობა ან დარჩნენ ევროკავშირში, ან დაუჭირონ მხარი ტერეზა მეის გეგმას.


3. ევროკავშირიდან გასვლის „ნორვეგიული ვარიანტი“


ეს შესაძლებლობა გულისხმობს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ისეთი პირობებით, რომლებითაც სადღეისოდ სარგებლობს ნორვეგია - დადებითი მხარე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ლონდონი აირიდებს თავიდან ეკონომიკურ დანაკარგებს, რომლებიც აუცილებლად იქნება ბრიუსელთან გაყრის შემდეგ.


თუმცა, უარყოფითი მხარე ისაა, რომ ნორვეგიული ვარიანტი არ აძლევს ბრიტანეთს ევროკავშირიდან შრომითი მიგრანტების მიღებაზე უარის თქმას.


4. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები


ეს ვარიანტი გულისხმობს ახალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლებაში ლეიბორისტების მოსვლას.


ახალი მთავრობა გადახედავს ტერეზა მეის გეგმას ან დადებს განახლებულ ხელშეკრულებას ევროკავშირთან.


თუმცა, პარლამენტის დაშლისთვის საჭიროა დეპუტატთა 2\3. იმის გათვალისწინებით რომ  ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში არიან კონსერვატორები (თავად ტერეზა მეიც კონსერვატორია), ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია.


5. ბრექსიტი შეთანხმების გარეშე


ბოლოს და ბოლოს არსებობს ყველაზე მძიმე და არასასურველი, თუმცა, სავსებით შესაძლებელი ვარიანტი - ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.


ამის ალბათობაც საკმაოდ დაბალია, რადგანაც ასეთი ბრექსიტი გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს.


როგორ იმოქმედებს გეგმის ჩავარდნა ბრექსიტის ვადებზე?


დღევანდელი სირთულეების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ბრიტანეთი არ დატოვებს ევროკავშირს 29 მარტს, როგორც იყო დაგეგმილი  - პროგნოზირებს EIU.


ტერეზა მეი ვერ გაბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას ბრექსიტს შეთანხმების გარეშე და მოითხოვს ბრიუსელისგან მოლაპარაკებების გაგრძელებას. პრემიერ-მინისტრი გამოიყენეს ამ დროს წარდგენილ გეგმაში შესწორებების შესატანად და კორექტირებული დოკუმენტის მისაღებად.


ეს საკმაოდ რეალისტური პერსპექტივაა, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 15 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა,  რომ ბერლინი თანახმაა ლონდონთან კონსულტაციების გაგრძელებაზე.


თუმცა, ამავე დროს, მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების პარამეტრები რადიკალურად არ შეიცვლება.


rbc


თეგები:
ბრექსიტი



საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up