ბრექსიტის გამო დაბალბიუჯეტიან ევროპულ ავიაინდუსტრიას საფრთხე ემუქრება

ბრექსიტის გამო დაბალბიუჯეტიან ევროპულ ავიაინდუსტრიას საფრთხე ემუქრება

person access_time2016-06-27 11:43:54

ბრექსიტისგან გამოწვეული შედეგები არაერთ ინდუსტრიას აზარალებს. მათ შორისაა ავიაინდუსტრია.

 

გასული 20 წლის განმავლობაში ევროკავშირში მარტივი წესი მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებს შორის საჰაერო გზით გადაადგილება უპრობლემოდ ხდებოდა. სწორედ ამან შეუწყო ხელი ევროპაში ლოუქოსთერი ავიაკომპანიების განვითარებას. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა ინგლისური EasyJet-ი, ირლანდიური Rynair და ესპანური Vueling, კონტინენტზე უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები გახდნენ. მომხმარებლები მათ მიერ შემოთავაზებული ხელმისაწვდომი ფასებით კმაყოფილები იყვნენ. თუმცა ბრიტანელი ამომრჩევლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ბრექსიტმა ავიაკომპანიების მომავალი ბუნდოვანი გახადა.

 


CNNMoney-ს მიხედვით, ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცეში შესასვლელად ხელახალი მოლაპარაკების წარმოება მოუწევს. ამასთან, ბრიტანეთმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი ე.წ. „ღია ცის ხელშეკრულებაში,“ რომელიც ევროპულ და ამერიკულ ავიახაზებს ერთმანეთთან აკავშირებს. EasyJet-ის ბიზნესის 20% ბრიტანეთშია დაფუძნებული, თუმცა კომპანიის ზრდის მთავარი წილი სხვა ევროპული ქვეყნებიდან მოდის. EasyJet-ს ბაზები ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში მდებარეობს. „დღეს ჩვენ დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ევროკომისიას წერილით მივმართეთ, რათა ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიანი ავიაბაზრის წევრი კვლავ დარჩეს,“ – აღნიშნული იყო EasyJet-ის განცხადებაში.

 

ბრექსიტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ავიაკომპანია გამოთქვამს თავის აზრს - ესაა Ryanair–ი, რომელიც ევროპის უდიდესი ავიაკომპანიად არის დასახელებული, მიმდინარე წელს 100 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიური Ryanair-ი ევროპულ საოპერაციო სერტიფიკატს ფლობს, ამჯერად მას ბრიტანული ოპერაციული სერტიფიკატის აღება დასჭირდება. კომპანიამ თვითმფრინავის ბილეთების ფასების ზრდასთან დაკავშირებით ვარაუდი უკვე გამოთქვა. რა უნდა მოხდეს მომავალში? – CNNMoney-ს აზრით, ევროპამ ბრიტანულ ავიახაზებს ერთიან ევროპულ სივრცეში ფრენის უფლება უნდა მისცეს. თუმცა არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამაში ევროპელები დიდ თანხას მოითხოვენ. ამასთან, ისეთი ევროპული კონკურენტები, როგორებიც Lufthansa და Air France არიან, აღნიშნულ შესაძლებლობებს ბრიტანული კომპანიების დასასუსტებლად კარგად გამოიყენებენ.




თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up