ბრენდულმა მაღაზიებმა პროდუქციაზე ფასი 10%-ით გაზარდეს

ბრენდულმა მაღაზიებმა პროდუქციაზე ფასი 10%-ით გაზარდეს

access_time2019-11-19 15:10:55

„კომერსანტის“ ინფორმაციით, დიდ სავაჭრო ცენტრებში განთავსებულმა ბრენდულმა მაღაზიებმა პროდუქციაზე ფასი 10 პროცენტით გაზარდეს. Zara, Massimo Dutti, Mango, Pull & Bear, ეს იმ მაღაზიათა მცირე ჩამონათვალია, სადაც მომხმარებელს გაძვირებული ფასები დახვდათ.


საქართველოში მოდის საცალო სფეროს ყველაზე დიდი წარმომადგენელი „Retail Group Georgia“, რომელიც ათობით საერთაშორისო ბრენდის იმპორტიორია, „კომერსანტთან“  ფასის  ზრდას ადასტურებს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფასის ცვლილება სრულად განპირობებულია  გაცვლილი კურსის ცვლილებით. კითხვაზე –როგორ აისახა დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება მათ საქმიანობაზე, „Retail Group Georgia“ -ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ეთერ გვარაძე გვპასუხობს:


კურსის ცვლილება მნიშვნელოვნად აისახება საცალო ვაჭრობის სფეროზე.გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქცია მთლიანად იმპორტირებულია, ლარის გაუფასურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“.


„Retail Group Georgia“- ში აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებას მომხარებლის რაოდენობის კლება არ გამოუწვევია, თუმცა ამბობენ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების მსყიდველუნარიონობა შემცირებულია.



„მოსახლეობის რაოდენობის კლება არ შეინიშნება, პირიქით, ტენდენცია მზარდია, რაც ერთის მხრივ, გამოწვეულია მოსახლეობის ყიდვის ქცევის ცვლილებით (სავაჭრო ქუჩებიდან  მომხმარებელი კომფორტულ სავაჭრო ცენტრებში ინაცვლებს) და, მეორეს მხრივ, ტურისტების რაოდენობის ზრდით. თუმცა ეკონომიკური ზრდის ტემპი და ქვეყანაში მიმდინარე  პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები თავისთავად გავლენას ახდენს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზე“, - განმარტავს „Retail Group Georgia“ - მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი  .

 

„კომერსანტს“ „Retail Group Georgia“ -ს  მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ 2019 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპნიისთვის, რადგან ქალაქს ახალი სავაჭრო ცენტრი - „სითი მოლი საბურთალოზე შეემატა, სადაც კომპანის 14 ახალი მაღაზია გაიხსნა. მედიაჰოლდინგის კითხვაზე ხომ არ გეგმავს „Retail Group Georgia“ საქართველოს ბაზარზე ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას, ეთერ გვარაძე გვპასუხობს:


„ჩვენ საქართველოში 30-ზე მეტ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სართაშორისო ბრენდს წარმოვადგენთ - Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Aldo, Bershka, Stradivarius, Pull & Bear და მრავალი სხვა. ყველა ამ ბრენდს ჰყავს თავისი ერთგული  მომხმარებლები, რომლებსაც შეუძლიათ შეიძინონ ამ ბრენდების უახლესი კოლექციები მათი მოთხოვნების - სხვადასხვა სტილის,  საფასო კატეგორიისა და გემოვნების შესაბამისად. ჩვენს გეგმებში შედის რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის  შემოყვანა, ვფიქრობთ, ამით ჩვენი საერთაორისო ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს კიდევ უფრო გავამრავალფეროვნებთ და როგორც  ადგილობრივ მომხმარებლებს, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებს კიდევ უფრო დიდ არჩევანს შევთავაზებთ“

 

ახლოვდება შოპინგის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ მნიშნელოვანი დღე Black Friday, „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ ემზადება „Retail Group Georgia“ ამ დღისთვის.

 

„ბოლო რამდენიმე წელია  Black Friday წლის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. Retail Group Georgia, როგორც საქართველოში მოდის საცალო სფეროს ყველაზე დიდი წარმომადგენელი ამ მოვლენისთვის განსაკუთრებულად  ემზადება. როგორც გასულ წლებში, ჩვენი 30-ზე მეტი ბრენდი სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს მომხმარებლებს. კონკრეტული შეთავაზებები კი სხვადასხხვა  საკომუნიკაციო არხის საშუალებით გაჟღერდება ,- აცხადებენ კომპანიაში.

 

 

ბაჩო ადამია





ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
access_time2020-07-06 14:30:48
დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს. იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და...


მსგავსი სიახლეები

up