ბრძოლა თბილისის მერობისთვის - სიურპრიზი და დიდი ინტრიგა

ბრძოლა თბილისის მერობისთვის - სიურპრიზი და დიდი ინტრიგა

access_time2017-03-27 13:05:14

პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გახდეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, "რესპუბლიკელებმა", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და შეიძლება მათ სხვებიც შეუერთდნენ, შესაძლოა, დაასახელონ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. ასევე საკუთარ კანდიდატებს წარადგენს პარლამენტში შესული და მოძლიერებული "პატრიოტთა ალიანსიც" და ორად დაშლილი "ნაციონალური მოძრაობაც". "ნაციონალები" დიდი ალბათობით ნიკა მელიას დაასახელებენ, "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე ფიგურა, რომლებიც თბილისის საქმეებში ძალიან აქტიური არიან. დიდი ალბათობით შესაძლებელია, გიგი უგულავა არ დასახელდეს თბილისის მერობის კანდიდატად და არჩევანი ელენე ხოშტარიაზე გაკეთდეს.

 

კახა კალაძე რომ მერობის კანდიდატობისთვის ემზადება, ამაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რომლის თქმითაც, ბოლო დროს კალაძის ვიზიტები დედაქალაქის საკრებულოში გახშირდა და მას თან ახლავს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე... თბილისი მერის პოსტისთვის ბრძოლაში ასავე არაოფიციალურად გამოჩნდა ალეკო ელისაშვილის ფიგურაც, რომელთან მოლაპარაკებებს "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" აწარმოებენ. ეს პარტიები მოლაპარაკებებს საჯაროდ არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებსნ, რომ გასაერთიანებლად კონსულტაციებითვის მზად არიან და ელისაშვილი მათთვის მისაღები ფიგურაა. თავად ელისაშვილის თმით, იმ შემთხვევაში, თუ ის მერობისთვის იყრის კენჭს, პირველ რიგში ამის გაკეთებას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით განიხილავს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ თემაზე სვხადასხვა პარტიას უკვე ესუბრა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

 

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ელისაშვილი ცალკე რომ წარდგეს, უფრო მეტ ხმას მიიღებს. ამბობს იმასაც, რომ "ოცნებიდან" ნავარაუდევი კახა კალაძეც არ არის ძლიერი კანდიდატი და მიუხედავად იმისა, რომ ის ნარმანიაზე რეიტინგულია, ვერ ვიტყვით, რომ გადამყვეწტი უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს - ასეთი დაპირისპირების შემთხვევაში ხუხაშვილი მეორე ტურში კალაძე-ელისაშვილის ბრძოლას არ გამორიცხავს - „2014 წელს "ქართულ ოცნებას" ინერციით აძლევდნენ ხმას და პლინტუსს ქვევით რეიტინგის მქონე ნარმანიას გაყვანაც ამ ინერციით შეძლეს. დღეს ვითარება შეცვლილია. დიდი მეტოქეობა "ქართულ ოცნებასა" და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის იქნება და სწორი მენეჯმენტის პირობებში დამოუკიდებელ კანდიდატს აქვს შანსი", - აცხადებს ხუხაშვილი.

 


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, კი, ორად დაშლილი "ნაციონალების" ფონზე დამოუკიდებელ კანდიდატს, ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს, აქვს შანსი, "ოცნების" კანდიდატის მთავარი მეტოქე იყოს და ეს დიდ ინტრიგას შეიტანს ამ არჩევნებში, თუმცა თვლის, რომ, ამ ინტრიგის მიუხედავად, "ოცნებას" თბილისში პირველივე ტურში მოგება არ გაუჭირდება. „ცხარე ბრძოლა იქნება როგორც ყველა თანამდებობაზე, თბილისის მერობაზე კი ყველაზე მეტად. ნარმანიას ხელში ცოტათი დეპოლიტიზაცია მოხდა ამ თანამდებობისა. ის პოლიტიკური წონა, რაც თბილისის მერს აქვს, ცოტა დაიკარგა, მაგრამ გვახსოვს ისეთი შემთხვევებიც, იმავე გიგი უგულავას მერობისას, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თბილისის მერი წამყვან როლს თამაშობდა. სავარაუდოდ, ანალოგიური პოლიტიკური დატვირთვის, პოლიტიკური წონისკენ მიისწრაფვის "ქართული ოცნება", თუ იგი აპირებს კალაძის კანდიდატად დასახელებას. სამეურნეო მერზე უფრო ის პოლიტიკური მერი იქნება. ენერგეტიკის მინისტრადაც კი ის პოლიტიკურ ფუნქციებში უფრო ჩანს, ვიდრე მხოლოდ ენერგეტიკის საკითხების გამრჩევი პირი", - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.

 

„თუ ოპოზიციური ფრთიდან ელისაშვილის კანდიდატურა დასახელდება, ეს მეტ ინტრიგას შესძენს არჩევნებს. ის საინტერესო ფიგურაა. ქალაქის ინტერესების სახელით ის ხშირადაც დაუპირისპირდება ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ელისაშვილი ქალაქის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე ზოგად პოლიტიკურ ინტერესებზე. ამდენად, ვერ ვიტყვი, რომელი ვარიანტი უფრო საინტერესოა თავად ქალაქისთვის - კალაძის მაგვარი მერი, რომელიც წამყვან როლს თამაშობს ძირითად პოლიტიკურ პროცესში, თუ ელისაშვილის მაგვარი მერი, რომელიც მხოლოდ ქალაქზეა ორიენტირებული. საინტერესოა, ქართულ ელექტორატს რაზე ექნება ორიენტაცია. რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, მაინც სავარაუდოა, რომ რამდენი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა იყოს, გამარჯვება პარტიების რეიტინგსა და გავლენაზე იქნება დამოკიდებული და "ქართულ ოცნებას" პირველივე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება", - ამბობს საყვარელიძე.

 

მისივე თქმით, ადრე ნარმანიას კანდიდატობას თავად პარტიის შიგნით არ უჭერდა ყველა მხარს, კალაძეს კი ეს წინააღმდეგობა არ ექნება. თან კალაძეს პიროვნული რეიტინგი გააჩნია. პლუს, მაშინ ნარმანიას მოწინააღმდეგე იყო ნიკა მელია, რომელიც ერთიანი "ნაციონალების" კანდიდატი იყო. დღეს "ნაციონალები" ორად არიან გაყოფილი და ერთმანეთს ხმებს წაართმევენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, პირველივე ტურში გადაწყდეს საკითხი. მისი განმარტებით, ელისაშვილის გამოჩენა მოულოდნელი სიურპრიზი იქნება მეტოქეებისთვის, მაგრამ "არჩევნებში მნიშვნელოვანია ის რაზმი, რომელიც შენთვის იბრძვის და ამ რაზმის წონა. ერთმა კაცმა შეიძლება დეპუტატად გამარჯვება შეძლო, მაგრამ ისეთ მარათონში, როგორიც ქალაქის მერობაა, სადაც დიდი ძალები ერთვება", შედეგად, მისი აზრით, ელისაშვილს გაუჭირდება.

 

„რეზონანსი“

 



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up