ბრძოლა მთვარისთვის: ჯეფ ბეზოსი vs ილონ მასკი

ბრძოლა მთვარისთვის: ჯეფ ბეზოსი vs ილონ მასკი

access_time2019-05-12 12:00:56

 

დედამიწის უმდიდრესმა ადამიანმა, ინტერნეტ-რითელერ Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin იწყებს მუშაობს მთვარეზე ჯერ რობოტების, შემდეგ კი ადამიანების გაგზავნაზე.

 

ბეზოსი არა მარტო ამ ამბიციურ ჩანაფიქრში - მისი მოწინაამღდეგე და კონკურენტი არის, არც მეტი არც ნაკლები, ილონ მასკი, რომელმაც შექმნა სადღეისოდ ყველაზე წარმატებული კერძო აეროკოსმოსური კომპანია SpaceX. რომელიც ასევე გეგმავს დედამიწის თანამგზავრის დაპყრობას.

 

NASA-ს დირექტორმა ჯიმ ბრადენსტაინმა ამა წლის მარტში განაცხადა, რომ ის მზადაა გამოიყენოს კომერციული კოსმოსური ხომალდები მთვარეზე ადამიანების გასაგზავნად. ამ მისიისთვის ყველაზე შესაფერისია ილონ მასკის მძიმე რაკეტა Falcon Heavy.

 

ბოლო წლების მანძილზე ინტერესი თანამგზავრზე ფრენებისადმი გაიზარდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განაცხადა, რომ სურს ადამიანების გაგზავნა მთვარეზე 2024 წლისთვის,  NASA კი მუშაობს პროქტზე Lunar Gateway, რომელიც  ითვალისწინებს მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნას.

 

ეს სადგური მისცემს კერძო კომპანიების მთვარეზე გასაფრენი სისტემების შექნის და დედამიწის თანამგზავრის საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას.

მასკი და ბეზოსი წარმოადგენენ ახალშობილ დარგს - კომერციულ კოსმოსურ ფრენებს, და მათ მიერ არჩეული მიზნისკენ მიმავალი გზები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

ორივე კომპანიას აერთიანებს ის, რომ მათ საფუძველში დევს დამაარსებლების ხედვები. ჯეფ ბეზოსმა შექმნა Blue Origin  2000 წელს,  3 წელიწადში მას შემდეგ. რაც ის გახდა მილიარდერი, თავისი ფულით, ყოველგვარი სესხის ან ინვესტორების მოძიების გარეშე. ასევე ილონ მასკმა გაყიდა მის მიერ შექმნილი PayPal და მიღებული ფულით შექმნა SpaceX.

 

თუმცა, მზგავსება ამით ამოიწურა, ყველაფერი დანარჩენი - რადიკალურად განსხვავდება.

 

15 წლის მანძილზე Blue Origin მუშაობდა ჩრდილში და თითქმის არ იპყრობდა არავითარ საზოგადოებრივ ყურადღებას. პრესაში ზოგჯერ ჩნდებოდა ინფორმაცია კომპანიის წარმატებების შესახებ - მაგალითად, 25.7 მლნ. დოლარის ღირებულების კონტრაქტის ხელმოწერა NASA-სთან.

 

ჯეფ ბეზოსი არის კომპანიის ერთადერთი მფლობელი, და Forbes-ის შეფასებით, მან ჩადო კომპანიაში 1,5 მლრდ. დოლარი.

 


SpaceX კი პირიქით, მუდმივად იმყოფება ყურადღების ცენტრში. კომპანიამ აალაპარაკა მსოფლიო თავის თავზე 2003 წლის დეკემბერში, როდესად გადმოიტანა თავისი პირველი კოსმოსური რაკეტა Falcon One კალიფორნიის  ქალაქ ჰოტორნში მდებარე ოფისიდან ვაშინგტონში, სადაც ის წარადგინეს ეროვნულ გამოფენაზე.

 

მასკი მუდმივად აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს მის მომავალ გეგმებზე, და ღრმად დარწმუნებულია, რომ სწორედ SpaceX ჩაუდგება სათავეში კაცობრიობის მიერ კოსმოსის ათვისების პროცესს.

 

ასევე მასკი აქტიურად იზიდავს ინვესტორებს და იღებს სახელმწიფო კონტრაქტებს კომპანიის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით. ის ამჟამად ფლობს კომპანიის აქციების 51%-ს, თუმცა SpaceX-მა ამ დროისთვის მოიზიდა 2,5 მლრდ. დოლარის  ინვესტიციები, კრედიტები, და გრანტები.

 

2019 წელს კომპანია გეგმავს კიდევ 500 მლნ. დოლარის მოზიდვას.

 

2010-ანი წლების მანძილზე SpaceX მუდმივად იყო, და დღესაც არის ყურადღების ცენტრში, იმის მიუხედავად, რომ იყენებს სილიკონის ველისთვის დამახასიათებელ სწრაფ და აგრესიულ მიდგომას ბევრად უფრო კონსერვატული აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში.

 

„SpaceX მიისწრაფის სიახლეებისკენ, ნერგავს ინოვაციებს, ამსხრევს სტერეოტიპებს და ტრადიციებს. ისინი ატარებენ ცდებს, ხშირად წარუმატებლად, ჩვენ ნანახი გვაქვს მათი რაკეტების აფეთქება - ისინი იწერენ ყველაფერს ვიდეოზე, მათ შორის ჩავარდნებსაც. ისინი ამაყობენ ექსპერიმენტებისთვის მზადყოფნით. ეს ძალიან იზიდავს აუდიტორიას“  - განაცხადა საინვესტიციო ფონდ Space Angels-ს დამაარსებელმა ჩედ ანდერსონმა.

 

ამის საპირისპიროდ, Blue Origin მუშაობს ხმაურის და პიარის გარეშე, არასდროს არ საუბრობს საჯაროდ გეგმების შესახებ, და იპყრობს მას-მედიას ყურადღებას მხოლოდ კონკრეტული მიღწევების შემთხვევაში.

 

„ბეზოსი ამაყია, როდესაც აკეთებს რაიმე განცხადებას მორიგი წარმატების შესახებ. მას უყვარს საუბარი გამარჯვებებზე“ - ამბობს ანდერსონი.

 

ერთადერთი გამინაკლისია- მისი გეგმები მთვარესთან დაკავშირებით - 2017 წელს მან განაცხადა, რომ მუშაობს მთვარეზე დასაჯდომ აპარატ Blue Moon-ის შექმნაზე, ხოლო 2018-ში - მთვარეზე საფრენი აპარატის გაგზავნაზე  უახლოესი 5 წლის მანძილზე.

 

SpaceX-ის სტრატეგიაა სარისკო ინოვაციები და მაქსიმალური საჯაროობა, Blue Origin-ს მიდგომა არის სრულიად საპირისპირო. ბეზოსის კომპანიის დევიზია ლათინური ფრაზა  Gradatim Ferociter —  „ნაბიჯ-ნაბიჯ, გააფთრებულად“.

 

Blue Origin-ის მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის ყოველი გაშვების და დაბრუნების შემდეგ, მის ბორტზე ხატავენ კუს - ეს არის მინიშნება ეზოპის იგავზე კუს შესახებ, რომელმაც გაუსწრო კურდღელს - ღია და დაუფარავი მინიშნება სულსწრაფ ილონ მასკზე.

ჯეფ ბეზოსი არის უფრო ნელი და დეტალებზე ფოკუსირებული მიდგომის მომხრე, თუმცა, ცალსახაა, რომ სადღეისოდ SpaceX  უფრო წარმატებულია - Blue Origin-მა განახორციელა 11 წარმატებული გაშვება, თუმცა ჯერ არ გამოუყვანია არც ერთი აპარატი ორბიტაზე, რომ არაფერი ვთქვათ კომერციულ ფრენებზე.

 

SpaceX-მა კი პირიქით, უკვე განახორციელა 70 წარმატებული ფრენა, რომელთა შორის იყო არა მხოლოდ ორბიტაზე თანამგზავრების გაყვანა, არამედ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთების ატანის 15 წარმატებული ფაქტი.

 

გარდა ამისა, მასკმა 2-ჯერ გაუშვა ორბიტაზე მსოფლიოში ყველაზე მძიმე კომერციული კოსმოსური ხომალდი - Falcon Heavy.

 

ეს წარმატება ძვირი დაუჯდა SpaceX-ს - კომპანიას ბევრჯერ ჰქონდა წარუმატებელი გაშვება, რომლის შედეგადაც ნადგურდებოდა როგორც კოსმოსური აპარატები, ასევე კლიენტების ტვირთები. რამდენიმე თვის წინ მომხდარმა ავარიამ კი გადაავადა მთვარის შესაძლო დაპყრობა მინიმუმ 2020 წლამდე.

 

მილიარდერების ამ რბოლაში ბეზოსმა და მასკმა დაიკავეს კუს და კურდღლის პოზიციები.

 

ვისი მიდგომა აღმოჩნდება უფრო წარმატებული - გაირკვევა რამდენიმე წელიწადში.

 

Forbes





რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up