ბრაზილიური ხორცის სკანდალი და საქართველო – "ადგილობრივი გადის, შემოაქვთ იაფი ხორცი, რომლის ხარისხზე ლაპარაკი ძნელია"

ბრაზილიური ხორცის სკანდალი და საქართველო – "ადგილობრივი გადის, შემოაქვთ იაფი ხორცი, რომლის ხარისხზე ლაპარაკი ძნელია"

person access_time2017-03-28 12:00:50

ბრაზილიაში მომხდარმა „ხორცის სკანდალმა" საყოველთაო ყურადღება მიიქცია: ქვეყნის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა, რის შემდეგაც 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო დახურეს. პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა.

 

ბრაზილიიდან ხორცი თითქმის მთელ მსოფლიოში შედის, მათ შორის ჩვენთან - საქართველოში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტო 2016 წელს ბრაზილიიდან ჩვენს ქვეყანაში 4,448 მლნ დოლარის ღირებულების 4,623 ათასი ტონა ხორცი შემოვიდა. როგორ აისახა ეს სკანდალი ქართულ ბაზარზე, სადაც წლების განმავლობაში ისედაც რთული სიტუაცია იყო? - ამ შეკითხვებით სპეციალისტებს მივმართეთ.

 

როგორც ჩვენთან საუბარში სურსათის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ეთერ სარჯველაძემ აღნიშნა, უნდა შემოწმდეს ყველა სამაცივრე ობიექტი, რომელიც დიდი ხნით ინახავს ხორცპროდუქტებს.

 

„აუცილებლად უნდა დადგინდეს, სადმე ჩვენთანაც ხომ არ არის ბრაზილიიდან შემოსული ვადაგასული ხორცი, მე ამას არ გამოვრიცხავ. ხორცის ხარისხის შეფასებისას მისი ვიზუალურ მხარე არაფერს გვაძლევს. ის ლაბორატორიულად უნდა იყოს შემოწმებული. ამიტომ არის აუცილებელი სანდო სერტიფიკატი იმ ქვეყნისგან, საიდანაც იმპორტიორს პროდუქცია შემოაქვს. შენახვის ვადა და ტემპერატურა ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ასევე უნდა გამოირიცხოს გალღობის მომენტი, რადგან გალღობის დროს ხორცი ძალიან მალე ბინძურდება ბაქტერიებით. როდის შემოვიდა, სად დაკლეს, სად გაიყიდა - მთელი ეს ჯაჭვი საიმედოდ უნდა შემოწმდეს. ამიტომ არის კარგი ადგილობრივი წარმოების განვითარება: როდესაც ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილობრივი და საიმედო პროდუქცია შეიძინოს", - აღნიშნავს ეთერ სარჯველაძე.

 

ამ საკითხზე კომენტარი სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსს კახა სოხაძესაც ვთხოვეთ.

 

„ჩვენს ქვეყანაში 90-მდე სასაკლაო მოქმედებს, სადაც საქონელი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იკვლება. ამ ადგილებში გათვალისწინებულია როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და ნორმები. რაც შეეხება იმპორტირებულ ხორცს, ის პირველ ეტაპზე საზღვრის გადმოკვეთისას კონტროლდება, რასაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს. იქ მიმდინარეობს დოკუმენტაციის და ეტიკეტირების კონტროლი, ასევე ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო სამომხმარებლო ბაზარზე უკვე ჩვენი სამსახური ამოწმებს შენახვის პირობებს, ეტიკეტირებას, ვარგისიანობის ვადას და სხვა მონაცემებს. რაც შეეხება ბრაზილიურ ხორცს, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, ან ევროკავშირის შესაბამის უწყებას არ გაუვრცელებია არანაირი შეტყობინება. ჯერჯერობით მოკვლევა მიმდინარეობს, ჩვენ ეს ყველაფერი კონტროლზე გვყავს აყვანილი და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება კონტროლი ბრაზილიიდან შემოტანილ პროდუქციაზე. საქართველო ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემის წევრია და როცა მსგავსი რამ ხდება, მსგავსი შეტყობინებები ყველგან ვრცელდება. ჯერჯერობით ასეთი შეტყობინება ჩვენამდე არ მოსულა", - აცხადებს კახა სოხაძე.

 

 

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის თქმით, თუ ევროკავშირის ქვეყნებში აღმოაჩინეს, რომ მომხმარებლებს ატყუებდნენ და სავაჭრო ქსელში მოძველებულ ბრაზილიურ ხორცს ყიდდნენ, არ არის გამორიცხული ჩვენც გვატყუებდნენ.

 


„თუმცა ჩვენთან ამ სფეროში ისედაც არ არის შესაშური მდგომარეობა: უცხოელებს ადგილობრივი საქონელიც გაჰყავთ და საუკეთესო ხარისხის ხორციც, რომელიც უფრო ძვირია. რადგან ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია, ის იაფფასიანი იმპორტირებული პროდუქციის შეძენას ამჯობინებს. ცხვარზე მე ადრეც მისაუბრია, მაგრამ შარშან მარტო ერაყში 80 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს", - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

 

 

მისი თქმით, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები უცხოელებს კონკურენციას ვერ უწევენ. „მნიშვნელობა არა აქვს ბრაზილიელები იქნებიან თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენ მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ. იმ ფასში, როგორც ისინი ყიდიან, ჩვენს პროდუქციას მაინც ვერ გავყიდით. უცხოელებს დემპინგურ ფასებში შემოაქვთ თავიანთი საქონელი და აქ ძალიან იაფად ყიდიან. ეს მარტო მეცხვარეების გასაჭირი არ არის, ეს ყველას პრობლემაა, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული. თამამად ვიტყოდი, რომ საქართველოში იმპორტმა ადგილობრივი წარმოება ძალიან დაჩაგრა. ადგილობრივი საქონელი გადის და სამაგიეროდ, შემოაქვთ იაფი ხორცი, რომლის ხარისხზე ლაპარაკი ძნელია. ძეხვეულსა და ნახევარფაბრიკატებშიც ძირითადად იაფფასიან, გაყინულ ხორცს იყენებენ", - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

 

 

ხორცპროდუქტების მაღაზია „ტარჩინსკის" გაყიდვების მენეჯერი გიორგი ხაჯიბეგი კი მიიჩნევს, რომ ყველაზე საიმედო ხარისხი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქციას აქვს. 

 

 

„ყველაზე საიმედო ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ხორცი და ხორცპროდუქტებია. ეს პროდუქცია გაცილებით სანდოა, ვიდრე ბრაზილიიდან, რუსეთიდან, ან სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტირებული. საზღვარზეც მკაცრად ამოწმებენ და მწარმოებელი ქვეყნიდანაც ახლავს სერტიფიკატი. ბრენდულ მაღაზიებში ხორცპროდუქტები სერტიფიკატის გარეშე არ იყიდება, აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორცის შემოტანაც წარმოუდგენელია, რადგან ევროპელები ყველაფერს ზუსტად და თანმიმდევრულად ამოწმებენ", - ამბობს გიორგი ხაჯიბეგი.

 

 



„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...


მსგავსი სიახლეები

up