ტურისტებისთვის ბრაზილიაში ფერნანდო დი ნორონის ზღაპრული სანაპირო კვლავ გაიხსნა, თუმცა გარკვეული ცვლილებით.
როგორც CNN-ი იუწყება, კუნძული მხოლოდ კორონავირუს გადატანილი პაციენტებისთვის იქნება ღია.
აღსანიშნავია, რომ ფერნანდო დი ნორონას სანაპირო მოგზაურებმა, 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელეს. გამოკითხვა TripAdvisor-მა ჩაატარა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, დასვენების მსურველმა ტურისტმა აუცილებლად უნდა წარადგინოს სულ ცოტა 20 დღის წინანდელო PCR ტესტის დადებითი პასუხი, ან სეროლოგიური ტესტი, რომელიც სხეულში ვირუსის ანტისხეულების არსებობას დაადასტურებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews