პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს გემო, რომელსაც ბრაზილიიდან ესპანეთის მიმართულებით 0,5 ტონა კოკაინი გადაჰქონდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დაკავებულია 5 ადამიანი, რომლებიც ჰოლანდიის, ესტონეთის, ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. გემი Imagine აზოვის კუნძულებთან დააკავეს. კოკაინის გარდა ამოღებულია 520 გრამი მეტამფიტამინი, იარაღი და ფული.
საქმის გამოძიებაში ჰოლანდიის და ესტონეთის სამართალდამცველებიც მონაწილეობენ.
IMEDINEWS.GE