ბრაზილიის სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს, თუმცა იძულებას ადგილი არ ექნება.
აღსრულების კონკრეტული მექანიზმები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რიკარდო ლევანდოვსკიმ განჩინებაში დაწერა, რომ პირებს, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინის მიღებაზე, შეიძლება სანქციები დაემუქროს, მათ შორის, გარკვეულ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვა.
თავად ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, ვაქცინაციის მომხრე არ არის. ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევებმა 1000-ს პირველად გადააჭარბა. აშშ-სთან ერთად, ეს ქვეყანა პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge