ბრაზილიაში 400 000-ს მიაღწია პანდემიის დროს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, კოვიდვითარება საგანგაშო რჩება ინდოეთში, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 300 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოება განაგრძობს დახმარების მობილიზებას ინდოეთისათვის, სადაც პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს.
28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ი ინდოეთში გაგზავნის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვლობას, მათ შორის 1000 ჟანგბადის ბალონს, 15 მილიონ რესპირატორს და 1 მილიონ სწრაფ ტესტს. თეთრი სახლის განკარგულებით ინდოეთში განათავსდება „ასტრზენეკას“ წარმოებისათვის საჭირო შეკვეთა, რაც COVID-19-ის საწინააღდეგო 20 მილიონი დოზა ვაქცინით უზრუნველყოფს ინდოეთის სამედიცინო დაწესებულებებს.
მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად კოვივითარება გაუარესდა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, რასაც ემატება ვაქცინის დეფიციტი. მექსიკამ ასევე ადგილზე დაიწყო რუსული Sputnik V-ის წარმოება. ბანგლადეშში, რომლის მოსახოება 160 მილიონია, ასევე ადგილზე აწარმოებენ ჩინურ და რუსულ ვაქცინებს, კორონავირუსის ტალღის შესაჩერებლად.
www.radiotavisupleba.ge