ბრაზილია Tesla-სთან ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბრაზილია Tesla-სთან ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს

access_time2020-02-22 20:00:14

ბრაზილიის ხელსიუფლება Tesla-სთან გახსნასთან დაკავშირებით ქარხნის მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ ბრაზილიის მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და კომუნიკაციების სამინისტრო იუწყება.


„შეხვედრა კომპანიის მმართველებთან უკვე გაიმართა, ამ კვირას ასევე გაიმართა შეხვედრა ბრაზილიაში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან ვილიამ პოპთან, იმისათვის რომ ხელისუფლების მხრიდან პირველი ნაბიჯები განისაზღვროს“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ბრაზილიურ მხარეს ხელმძღვანელობს მინისტრი მარკუს პონტისი და ფედერალური დეპუტატი დანიელ ფრეიტასი. მასში ასევე შედიან ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს წარმოამდგენლები და პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საკითხებისა და ნაციონალური თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, პრეზიენტ ჯაირ ბოლსონარუს ვაჟი, ედუარდუ ბოლსონარუ. თავად პრეზიდენტმაც, განაცხადა რომ აღნიშნული საკითხი განსახილველ საკითხებს შორის მოხვდება მისი შტატებში 9-10 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს.



ამ მომენტისთვის ქვეყნის პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ელექტრომობილების ტარიფებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს ბრაზილიაში 11 884 ელექტრომობილი გაიყიდა, მაშინ როცა 2018 წელს მხოლოდ 3965 იყო.


bpn.ge

თეგები:
Tesla



ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან, ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან,  ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!
access_time2020-03-31 09:55:45
დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა. საბანკო სერვისებმა ონლაინ...

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება
access_time2020-03-31 11:05:48
საქართველოს მთავრობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად ანტიკრიზისულ გეგმა არაერთმა საკონსულტაციო კომპანია და პოლიტიკურმა პარტიამ შესთავზა, თუმცა, ხელისუფლებამ ყველა მათგანი ჯერ დაიწუნა და შემდეგ არარეალისტური უწოდა.  თუმცა, კრიზის დასაძლევად ამ დრომდე საკუთარი გეგმა საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია. მოსახლეობისთვის უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ პრობლემas გაუმკლავდეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკას მიადგება. პრობლემაზე აქტიურად...

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“
access_time2020-03-31 10:00:10
გასული ორი კვირის განმავლობაში, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან  დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად  12 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 5 მლრდ. ლარზე მეტი (12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი) ჩაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. „კომერსანტი“ დაინტერესდა,...


მსგავსი სიახლეები

up