ბრაზილია ოლიმპიადის ბილეთებს ვერ ყიდის

ბრაზილია ოლიმპიადის ბილეთებს ვერ ყიდის

access_time2016-04-04 16:03:36

რიო-დე-ჟანეიროში გასამართ ოლიმიპიურ თამაშებზე შესაძლოა გულშემატკივარისათვის განკუთვნილი საკმაოდ ბევრი თავისუფალი ადგილი ვიხილოთ. ოლიმპიადის დაწყებამდე სულ 4 თვე რჩება, ბილეთების ნახევარი კი ჯერ არ გაყიდულა. ბრაზილიის სპორტის ახალი მინისტრი, რიკარდო ლეისერი გამოსავალს ეძებს.

 

აღსანიშნავია, რომ ლეისერმა თავისი წინამორბედი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ჩაანაცვლა. ბრაზილიურ გაზეთ Folha-სთან საუბრისას ლეისერმა განაცხადა, რომ მთავრობა საჯარო სკოლებისთვის სპეციალურ ბილეთებს დაამზადებს. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ მაქსიმუმს, რათა დაარწმუნონ მსოფლიო, რომ რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრის უმაღლეს დონეზე მასპინძლობა და გულშემატკივარის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.

 


აღსანიშნავია, რომ ბრაზილიას არაერთი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართება და დღის წესრიგში დგას ქვეყნის პრეზიდენტის, დილმა რუსეფის იმპიჩმენტი. ამასთან, ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მწვავე რეცესიის პერიოდია. ქვეყნის ბიუჯეტი იანვარში $500 მილიონით შემცირდა და შესაბამისად, ორგანიზატორებს არაერთი ფინანსური ბარიერი შეექმნათ. გაურკვეველია, როდის დამთავრდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. არსებობს მოსაზრება, რომ ბრაზილია ტურისტების მოზიდვას კრიმინალის მაღალი დონისა და ტერორიზმის გავრცელების გამო ვერ შეძლებს. მთავრობის განცხადებით, ბრაზილიაში უსაფრთხოების ორჯერ უფრო მეტი წარმომადგენელი იქნება, ვიდრე 2012 წელს ლონდონში იყო. ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტების და სპორტსმენების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, კიდევ ერთი პრობლემა ზიკას ვირუსია, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. მათი სურვილი ოლიმპიადის გადადება იყო, რაზეც ქვეყნის მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა.

 

 

 



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up