BP საქართველოში ინვესტირების შემცირების მიზეზებს „კომერსანტთან“ განმარტავს

BP საქართველოში ინვესტირების შემცირების მიზეზებს „კომერსანტთან“ განმარტავს

access_time2018-06-14 13:30:10

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ენერგოკომპანია BP საქართველოში ინვესტირების შემცირების მიზეზებს  კომერსანტთან განმარტავს.


როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, 2018 წლის ბოლოს სრულდება სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCP). ინვესტიციის შემცირების მიზეზადაც ეს სახელდება.



„პროექტის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს და ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში და უკვე დასრულებულია მშენებლობა გარდაბანში და წალკაში ორი საკონპრესორო სადგურის, ასევე დასრულდა ახალციზეში გაზის გამზომი სადგურის და 63 კილომეტრიანი მილსადენის მონაკვეთის მშენებლობა, დასრულებულია ასევე ტანაპის მილსადენთან დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობა. ინვესტიციები ჩვენგან იმიტომ შემცირდა, რომ გამოყოფილი 2 მილიარდი დოლარი თითქმის ათვისებულ იქნა“-აცხადებენ BP-ში.



მათივე განცხადებით, დარჩენილია მხოლოდ წალკის საკონპრესორო სადგურის მცირე ნაწილის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებული პროექტი კი ექსპლოატაციაში 2019 წელს გაეშვება.



მათივე განცხადებით, BP 2006 წლიდან ასევე თემის ინვესტიციის პროგრამას ახორციელებს. კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტისთვის კი თემში ინვესტიციის პროგარმაზე 2.7 მილიონი დოლარი დაიხარჯა.




როგორც ცნობილია, BP-ი საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს. კომპანიის ძირითადი ბიზნესი ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა. კომპანია დღეს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას.ესენია:



დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (WREP), ცნობილი აგრეთვე როგორც ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მილსადენის წარმადობა 100 000 ბარელია.



ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი (BTC) სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა, როდესაც ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი მსოფლიო ბაზრებისაკენ გაემართა. 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობსადენი პირველი პირდაპირი სატრანსპორტო ხაზია კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. სრული წარმადობით ფუნქციონირების შემთხევაში ნავთობსადენს დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია, რის შედეგადაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს.



სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP)ბუნებრივი აირის მიწოდებას ახორციელებს კასპიის ზღვის „შაჰ დენიზის” საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე. ბუნებრივი აირის ეს ახალი წყარო რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.მისი საშუალებით საქართველოს ბაზარზე პირველი კომერციული გაზი 2007 წლის იანვარში შემოვიდა.


რაც შეეხება სამხრეთ კავკასიური მილსადენს (SCP) - ეს არის ბუნებრივი აირის მილსადენი, რომელიც ახდენს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სანგაჩალის ტერმინალიდან (შეიქმნა შაჰდენიზის საბადოს ექსპლუატაციის პირველ ფაზაში) საქართველო–თურქეთის საზღვრამდე. SCP მილსადენი პარალელურად მიყვება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნედლი ნავთობის მილსადენს აზერბაიჯანსა და საქართველოში და გრძელდება თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც იგი უერთდება თურქეთის ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემას. სამშენებლო პროცესი დაიწყო 2004 წელს და დასრულდა 2006 წლის ბოლოს. მილსადენის სიგრძეა 690 კმ, დიამეტრი – 42’’, ხოლო სისტემის საპროექტო წარმადობა – 7მლრდ. კუბ. მ. (მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთში დაიწყო 2006 წლის სექტემბერში. 2010 წელს SCP- ს დღიური გამტარიანობა იყო დაახლოებით 12.5 მილიონი კუბური მეტრი აირი, ანუ დაახლოებით 73,500 ბარელი ნავთობის ექვივალენტი დღეში.



შეგახსენებთ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის პირველ კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 32.9%-ით ნაკლებია. აღნიშნული ფაქტი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ გუშნ „კომერსანტთან“ ერთ-ერთი გაზსადენის პროექტის დასრულებასაც დაუკავშირა.



„ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ BP-ს მიერ გაზსადენის მშენებლობის პროექტი დასასრულს უახლოვდება და მოსალოდნელიც იყო, რომ წელს ამ მიმართულებით კლება გვექნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის მასშტაბები ძალიან დიდი იყო. და ამ პროექტის დასრულებისკენ სვლამ შეამცირა უცხოური ინვესტიციები ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
person access_time2018-06-22 19:40:13
 მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.  დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის...

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)
person access_time2018-06-22 18:33:02
დეველოპერული კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერთან  შეხვედრას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კახი კალაძეს სამშენებლო კომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს რადგან, აქციის მონაწილეები სვეტის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, შეხვდეს სვეტის მიერ დაზარალებული მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს. ერთად განვიხილოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების გზები. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ცენტრ პოინტის...

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი
person access_time2018-06-22 17:08:00
„ბიზნესის განვითარების მიმართულებით 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას  7-ს დავუწერდი“, - ამის შესახებ...

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში
person access_time2018-06-22 20:25:00
როგორც ACT-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო...

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია
person access_time2018-06-22 17:00:58
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.   შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა....


მსგავსი სიახლეები

up