BP, ჰაიდელბერგი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, Wizzair - ყველაზე დიდი უცხოური კომპანიები საქართველოში

BP, ჰაიდელბერგი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, Wizzair - ყველაზე დიდი უცხოური კომპანიები საქართველოში

access_time2020-12-07 16:00:01

1996 წლიდან 2020 წლის მეორე ნახევრამდე საქართველოში $21.763 მლრდ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საიდანაც $9 მლრდ-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ბრიტანეთის ჩათვლით. $4.1 მლრდ-ზე მეტი დსთ-ს ქვეყნბზე უკრაინის ჩათვლით, $8.2 მლრდ დანარჩენ სახელმწიფოენზე, $332 მლნ კი საერთაშორისო ორგანიზაციებზე.


75 სახელმწიფოდან სულ 30-ია ისეთი საიდანაც ინვესტირების ჯამური მოცულობა $100 მლნ-ს აღემატება, მათგან 10-ში ეს წილი $0.5 მლრდ-ზე მეტი ხოლო ექვსში: აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, თურქეთი, აშშ და არაბთა გაერთიანებული ემირატები - $1მლრდ-ს.


თანხობრივად ყველაზე მაღალი - $1.978 მლრდ-ს ინვესტიცია 2018 წელს განხორციელდა, მშპ-სთან მიმართებაში - 18.6% კი 2007 წელს. 10 წლის განმავლობაში 2007 წელს ინვესტიციების მოცულობა $2.015 მლრდ. ფასდებოდა, რაც თანხობრივადაც რეკორდული იქნებოდა, მაგრამ 2017 წელს მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ საქსტატმა მონაცემი $250 მლნ-ით შეამცირა.

სექტორების მიხედვით საქსტატს ინვესტიციები 2007 წლიდან აქვს დაყოფილი. ამ პერიოდში საქართველოში $18.317 მლრდ-ს ინვესტიცია განხორციელდა, ჯამური ინვესტიციის 84%-ზე მეტი. პირველ ადგილზე $4 მლრდ-ით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა, მეორეზე $2.4 მლრდ-ით ენერგეტიკა, სამეულს $2.3 მლრდ-ით საფინანსო სექტორი ასრულებს, ინვესტირების მოცულობა $2 მლრდ-ს აღემატება ასევე დამუშავებულ მრეწველობაშიც.


საქართველოში არ არის წარმოდგენილი ისეთი დიდი კომპანიები როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Alphabet (Google), Tesla, Facebook, Toyota, Samsung… უკეთეს შემთხვევაში მათ და მსგავს კომპანიებს შეიძლება ადგილობრივი ან გაყიდვების ოფისით იყვნენ წარმოდგენილნი და არა რეგიონული ოფისით, დატა ცენტრითა თუ საწარმოთი.


ყველაზე დიდი ტრანსნაციონალური კომპანია, რომელსაც საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, როგორც ფინანსურად, ასევე პროექტების პოლიტიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით ეს ბრიტანული BP-ა.

BP საქართველოში 1996 წელს გამოჩნდა და პირველი ინვესტიცია ბაქო-სუფსის ნავთობსადენში განახორციელა. ეს არ ყოფილა სრულიად ახალი მილსადენი, თუმცა კაპიტალურად შეკეთდა ძველი და მას ფუნქცია ხელახლა დაუბრუნდა, რასაც 3 წელი დასჭირდა. ნავთობსადენის დღიური გამტარუნარიანობა 145 ათასი ბარელია.


1998 წელს ანკარაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას მოეწერა ხელი. მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა. სამ სახელმწიფოზე გამავალი 1768 კმ სიგძრის ნავტობსადენი, საიდანაც საქართველოზე 249 კმ გადის 2006 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობა სრულად $4 მლრდ დაჯდა. ნავთობსადენის გამტარუნარიანობა დღიურად 1 მლნ ბარელია. 14 წლის განმავლობაში მან 455 მლნ ტონა - 3.41 მლრდ ბარელი გაატარა.



BP აქტიურადაა წარმოდგენილი შაჰ-დენიზის გაზსადენში. გაზსადენი 2006 წელს გაიხსნა, მისი მეორე ფაზა 2018 წელს დასრულდა და მილსადენის გამტარუნარიოანობა 9 მლრდ მ3-დან 16 მლრდ მ 3-მდე გაიზარდა. 2030 წლისთვის დაგეგმილია მესამე ფაზის დასრულება, რა დროსაც გაზსადენის გამტარუნარიანობა 28 მლრდ მ3-ს მიაღწევს. 2019 წელს საქართველომ შად-დენიზიდან 828 მლნ მ3 იაფი გაზი მიიღო. 2030 წელს ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული იაფი გაზის მოცულობა 1.4 მლრდ მ3-მდე გაიზრდება.


ბოლო 24 წლის განმავლობაში BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა $1.5 მლრდ-ს შეადგენს.


BP 1909 წელს ლონდონში დაარსდა. 2019 წლის მდგომარეობით კომპანია 80 ქვეყანაში ოპერირებს, დღიურად 3.7 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს და 73 000 ადამიანს ასაქმებს. მისი აქტივების ღირებულება $295 მლრდ-ს აღწევს. შაჰ-დენიზის პროექტში BP-სთან ერთად ჩართული იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარიც, რომელიც ამავე დროს საქართველოსი უმსხვილეს გაზგამანაწილებელ ქსელს ფლობს და 715 ათას აბონენტს ემსახურება. 2006-2028 წლებში კომპანიამ საქართველოში $290 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა.

ევროპული კომპანიებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გერმანულ ცემენტისმწარმოებელ ჰაიდელბერგს უკავია. ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს. ქრხნებს ფლობს კასპში და რუსთავში, მის საკუთრებაში ფოთის ცემენტის წისქვილი და ცემენტის ტერმინალი სუფსაში. 2009 წლიდან კომპანიამ ბეტონის წარმოებაც დაიწყო. ჰაიდელბერგის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა €200 მლნ-ს აღწევს. კომპანიას 1200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ისევ და ისევ მცირე ბაზრის გამო, სულ რაღაც $17 მლრდ-იანი ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკის  - 0.02%, საერთაშორისო კომპანიები საქართველოში უფრო მეტად ფრანჩაიზის სახით არიან წარმოდგენილები. მათი ისტორია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის - კოკა-კოლას ქართული ისტორია 107 წლის დაგვიანებით, 1993 წელს იწყება. საქართველოს გარდა კომპანია ასევე ახორციელებს ექსპორტს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. უსუალოდ კოკა-კოლის გარდა მის ასორტიმენტს - ფანტა, ცივი ჩაი, წვენები, წყალი და ენერგეტიკული სასმელი წარმოადგენს. 2019 წელს კომპანიის ბრუნვა 15%-ით გაიზარდა. Coca cola-ის როგოც ბრენდის ღირებულება $84 მლრდ-ს შეადგენს.

კიდევ ერთი ძალიან ცნობილი საერთაშორისო ბრენდის ისტორია, რომელიც კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებლის თემურ ჭყონიას სახელს უკავშირდება - მაკდონალდსია. მისი პირველი რესტორანი თბილისში რუსთაველის მეტროსთან 1999 წელს გაიხსნა. დღეს კომპანია 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში 18 რესტორნითაა წარმოდგენილი მათგან 2 კახეთის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ხეივანში მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნა.

საერთაშორისო ბრენდები საქართველოში მრავლადაა წარმოდგენილი სასტუმროების სახით. ძირითადად თბილისში და ბათუმში ოპერირებენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა: მერიოტი, შერატონი, ჰილტონი, რუმსი, ჰოლიდეი, ამბასადორი... მერიოტის ქოლგის ქვეშ შეკვეთილში 2017 წელს Autograph  Collections-იც შემოვიდა სასტუმრო პარაგრაფით. პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო - „შერატონ მეტეხი პალასი“ ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1990 წელს გაიხსნა, რომელიც 2014 წელს 5 წლით დაიხურა და მხოლოდ 2019 წელს განახლების შემდეგ თავიდან გაიხსნა.

2019 წელს საქართველოს 9.357 მლნ საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, საიდანაც 5.08 მლნ ტურისტი იყო. შემოსავალმა ტურიზმიდან $3.3 მლრდ-ს გადააჭარბა. მიმდინარე წელს მიმდინარე წელს არსებობსა მოლოდინი რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა $10 მლნ-ს, ტურისტების რაოდენობა - 5.5 მლნ-ს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი $3.5 მლრდ-ს გადააჭარბებდა. პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და აპრილიდან ტურისტების რაოდენობა 90%-ით შემაცირა. ოქტომბერში საქართველოს 439 ათასის ნაცვლად 44 ათასი ტურისტი ეწვია 88%-ით ნაკლები. მათი აბსოლუტური უმრავლესობაც მხოლოდ იმიტომ აღიწერა ტურისტად, რომ ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს დარჩა. ათთვიან ჭრილში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 80%-ით 1.649 მლნ-მდე, ტურისტების რაოდენობა კი 77%-ით 1 მლნ-მდეა შემცირებული. მინიმუმ თებერვლამდე ამ მხრივ მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესებაც კი გამორიცხულია.


ტურიზმის მომიჯნავე სფეროდ და სასტუმროების ქსელების განვითარებასთან პირდაპირ კავშირში შეიძლება ავიაბაზარი მივიჩნიოთ. 2020-მდე საქართველოში რამდენიმე უცხოური ავიაკომპანია ოპერირებდა მათგან დაბალი ფასის გამო ყველაზე მეტი პოპულარობა უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა Wizzair-მა მოიპოვა. 2019 წელს სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 5.2 მლნ მგზავრს მოემსახურა. მათგან ყველაზე დიდი 42%-იანი ზრდა ქუთაისის აეროპორტში დაფიქსირდა, სადაც მგზავრთნაკადმა 874 ათასს მიაღწია, 2020-ში 1 მლნ-ს უნდა გადაეჭარბებინა, მაგრამ მგზავრთნაკადი 82%-ით შემცირდა. ვიზეარის გარდა 2019 წელს ქართულ ავიაბაზარზე ასევე დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური რაინერიც გამოჩნდა, რომელსაც პოპულრობის მოპოვება არც კი დასცალდა. მაღალშემოსავლია სეგმენტისთვის ფრენებს Lufthansa და Qatar airways ასრულებდა.

 

წარმატებების გარკვეული რაოდენობის გვერდით არის რამდენიმე საერთასორისო კომპანია, რომლებმაც საქართველოში მოღვაწეობა დროზე ადრე დაასრულეს. 2018 წელს ნენსკრაჰესის მშენებლობიდან იტალიური „სალინი იმპრეჯილო“ გავიდა. იმავე წელს რეგიონი და შესაბამისად საქართველო შვედურმა თელიამ დატოვა და ჯეოსელი სილქნეტს $153 მლნ-დ მიჰყიდა. უფრო ადრე 2012 წელს საქართველო ბრიტანულმა საბანკო გიგანტმა HSBC-მ დატოვა, 2017 წელს ქვეყნიდან ფრანგული „სოსიეტე ჟენერალიც“ გავიდა, რომელიც ბანკ რესპუბლიკას ფლობდა. კიდევ უფრო ნეგატიური 2019 წელი აღმოჩნდა, ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერების შემდეგ საქართველო კონტი ჯგუფმა, SSA marine-მ და van oord-მა დატოვეს.


შედარებით დაბალი გადასახადებისა და დუინგ ბიზნესში მოწინავე პოზიციის მიუხედვად საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობა მშპ-ს 7%-ს არ აღემატება, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელია. მცირე ბაზართან ერთად პრობლემად კანონმდებლობის ხშირი ცვლა, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, განივითარებელი არბიტრაჟი და არაკვალიფიციური კადრები სახელდება.

 

გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up