„ბოთლის ღვინოს“ ძირითადად ტურისტები ყიდულობდნენ - ალკოჰოლის მაღაზიები ბიზნესის რადიკალურ ცვლილებას განიხილავენ

„ბოთლის ღვინოს“ ძირითადად ტურისტები ყიდულობდნენ - ალკოჰოლის მაღაზიები ბიზნესის რადიკალურ ცვლილებას განიხილავენ

access_time2020-04-03 11:30:36

„ბოთლის ღვინოს ძირითადად ტურისტები ყიდულობდნენ, ახლა როგორც ხედავთ ტურისტები არ გვყავს.  ქართველი კი სააღდგომოდ ჩამოსასხმელ დაბალფასიან ღვინოს შეიძენს. ვფიქრობ, ძალიან ცუდი წელი იქნება“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი სარელიზაციო ობიექტის „ვინომანიას“ დირექტორმა ზურა ქავთარაძემ განაცხადა.


მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით  საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა აიკრძალა.


“საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება,”- წერია დოკუმენტში.


აღსანიშნავია, რომ მარკეტებსა და სუპერმარკეტებში ალკოჰოლის შემცველი პროდუქტის რეალიზაცია შეუზღუდავად ხდება. შესაბამისად, საქართველოში აღდგომის პერიოდში ალკოლოლური სასმელი უპრობლემოდ გაიყიდება, თუმცა ამ ყველაფერში ღვინის მაღაზიების დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.


კომერსანტი დაინტერესდა ღვინისა და სპირტიანი სასმელების მაღაზიების პოზიციით არსებულ აკრძალვაზე და რა გამოწვევების წინაშე დადგა ალკოჰოლის ბაზარი საზღვრების ჩაკეტვისა და შედეგად საქართველოში ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. მაღაზია „ვინომანიამ“ არსებულ სიტუაციაში გამოსავალი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის , სპირტის მომარაგებაში იპოვა. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს ობიექტი მხოლოდ და სადეზინფექციო საშუალებებისა და არყის გაყიდვით მუშაობს.



„ალკოჰოლის ბაზარზე გაყიდვების ტემპი არათუ შემცირდა, არამდეგ განულდა. ერთადერთი რასაც ვახერხებთ, ეს სპირტის გაყიდვაა. ზოგი ჭაჭას ყიდულობს სასმელად, მაგრამ უფრო დიდი მოთხოვნა სპირტზეა დეზინფექციის მიზნით.  ღვინოს აღარავინ აღარ ყიდულობს, შეიძლება სამ დღეში ერთი ბოთლი იყიდოს ვინმემ. ახლა ობიექტი ღიაა, რადგან სადეზინფექციო საშუალებები დავამატეთ მაღაზიას, რომ როგორღაც ვიმუშავოთ.  


ვფიქრობ, ძალიან ცუდი წელი იქნება, როგორც სხვა ბიზნესებისთვის, მათ შორის ალკოჰოლის სარეალიზაციო ობიექტებისთვის. სავარაუდოდ, ძირეულ ცვლილებებს განვახორციელებთ, რომელიმე ობიექტს დავხურავთ ან გადავაკეთებთ.“ - განმარტავს „ვინომანიის“ დირექტორი ზურა ქავთარაძე.

 

ღვინის სახლმა „ვინერიამ“ , რომელიც გარდა ღვინის მაღაზიისა, საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ინტერაქციულ სივრცეს წარმოადგენს, ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეაჩერა საქმიანობა. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ამ ბიზნესისთვის ნათელი პერიოდი მხოლოდ მაშინ დადგება, როცა ტურისტები თამამად დაიწყებენ მიმოსვლას.


„საქმიანობა სრულად გაჩერებული გვაქვს და ჯერ არ ვიცით სამომავლოდ რას გადავწყვეტთ, რათა შემოსავლის ტემპის ვარდნა რამე გზით შევანელოთ. სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა ჩვენ მანამდე დავხურეთ მაღაზია. როგორც იცით, ძირითადად  ტურისტებთან გვქონდა ურთიერთობა და თანამშრომლებს ამხელა რისკის წინაშე ვერ დავაყენებდით, ამიტომ მეპატრონეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და თანამშრომლებიც გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას. ახლა ძალიან უჭირს ალკოჰოლის ბაზარს, ალკოჰოლური მაღაზიები ძირითადად ტურისტებზე მუშაობენ. ადგილობრივებშიც არის გაყიდვები მაგრამ ისეთი რაოდენობით არა. ბოთლის ღვინოს მიმართ ინტერესი დიდი არ არის. ვნახოთ, თუ გაიხსნება საზღვრები და ხალხი თამამად ივლის, რა თქმა უნდა შემსუბუქდება ეს მდგომარეობა“ - განმარტა „ვინერიას“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში.


შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. კერძოდ,  სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეების (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) სახლიდან გასვლა აიკრძალა. ამასთან, უკვე მესამე დღეა, რაც 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ამასთან,  21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up