„ბოსტონის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა კალიფორნიაში საკუთარი სახლი $11 მილიონად გაყიდა.
ძვირადღირებული აგარაკი კალაბასის შტატში მდებარეობს, რომელიც პირსმა 2009 წელს 6.5 მილიონად შეიძინა და ახლა 4.5 მილიონით ძვირად გაყიდა.
პირსს კარიერის მანძილზე „სელტიქსის“ გარდა, „ბრუკლინ ნეტსში“, „ვაშინგტონ ვიზარდსა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ უთამაშია. მან ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში 10-ჯერ ითამაშა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი კი 2008 წელს „ბოსტონის“ შემადგენლობაში გახდა.
Imedinews.ge