ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ლონდონში Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ლონდონის პრიორიტეტი 31 იანვარს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაა. ამასთან, ბრიტანეთი 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ 11-თვიანი გარდამავალი პერიოდის გაგრძელებას არ აპირებს. ჯონსონმა დასძინა, რომ ლონდონი ბრიუსელთან დადებითი პარტნიორობისკენ მიისწრაფვის.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ სამომავლო პარტნიორობის ყველა საკითხის მოსაგვარებლად მხარეებს საკმარისი დრო არ აქვთ. მისი თქმით, ლონდონის უარი გარდამავალი პერიოდის გაგრძელებაზე პრიორიტეტების დასახვის აუცილებლობას იწვევს.
ლონდონმა ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს უნდა დატოვოს.
imedinews.ge