ლონდონში ბორის ჯონსონის ბრიფინგი ჩაიშალა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან მომავალი ურთიერთანამშრომლობის საკითხს ეხებოდა. როგორც Guardian-ი წერს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პრემიერმინისტრს თანაშემწეებმა მასზე რამდენიმე ჟურნალისტის დაშვებაზე უარი თქვეს.
ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ბრიფინგზე ვერ მოხვდნენ, Mirror-ის, HuffPost-ის, Independent-ისა და სხხვა გამოცემების კორესპონდენტები აღმოჩნდნენ. სხვა ჟურნალისტებმა, რომლებიც ბრიფინგზე დაუშვეს, პროტესტის ნიშნად იქაურობა დატოვეს.
ჯონსონის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ეს ბრიფინგი მხოლოდ იმ ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც Brexit-ის თემაზე მუშაობენ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად პირველ თებერვალს დატოვა.
imedinews.ge