ბორის ჯონსონი - შეგიძლიათ, ხელები შემიბოჭოთ, მაგრამ ბრექსიტის გადავადებას არ მოვითხოვ

ბორის ჯონსონი - შეგიძლიათ, ხელები შემიბოჭოთ, მაგრამ ბრექსიტის გადავადებას არ მოვითხოვ

access_time2019-09-10 23:00:53

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის ევროკავშირისგან ბრექსიტის გადავადებას არ მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი უკვე მიიღო. ეს განცხადება ბორის ჯონსონმა პარლამენტის ბოლო სხდომაზე გააკეთა.


„ეს მთავრობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად ემზადება შეთანხმების გარეშე გამოსვლისთვის. წავალ 17 ოქტომბერს გადამწყვეტ სამიტზე, მიუხედავად იმისა, რამდენ გზას მოიგონებს პარლამენტი იმისთვის, რომ ხელები შემიბოჭოს და ვეცდები, მივაღწიო შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.



გუშინ ბრიტანეთის პარლამენტმა უკვე მეორედ უარყო ბორის ჯონსონის ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ბრიტანეთის პარლამენტმა 14 ოქტომბრამდე მუშაობა შეაჩერა.





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up