“ექიმები ჩემი გარდაცვალების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა, გამოცემა Sun-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ექიმებს ყველაფერი დაგეგემილი ჰქონდათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მას შემდეგ თუ კი ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
“მე არ ვიყავი კარგ ფორმაში და ვიცოდი, რომ არსბეობს მოქმედების სათადარიგო გეგმები. ექიმებს ყველაფერი დაგეგემილი ჰქონდათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მას შემდეგ თუ კი ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა”, – აღნიშნა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა საკუთარ თავის თავს იღბლიანი უწოდა. მისივე თქმით, საავადმყოფოში ის ლიტრობით ჟანგბადს იღებდა და მუდამ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მისმა მკურნალობის პერიოდმა თითქმის ერთ თვეს გასტანა.
ბანკები და ფინანსები