ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ვირუსს დაამარცხებს, ის ძალიან გამძლე ხასიათისაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციიდან კარგად გამოვა“, - განაცხადა ჯონსონმა.
აღსანიშნავია, რომ მარტში ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა და მან ვირუსის დამარცხება შეძლო.
2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კოვიდინფექცია დაუდგინდა ტრამპის მრჩეველსაც. პრევენციის მიზნით, კოვიდინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. აშშ-ის პრეზიდენტი „რემდესივირით“ მკურნალობს.
imedinews.ge