„დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში, კორნოულში იმართებოდა, დასრულდა.
სამიტის ბოლოს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმოქმედებენ მსოფლიო ეკონომიკის სამართლიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებისათვის. ამასთან, ისინი მოუწოდებენ ჩინეთს საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცეს.
ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა განათლება იყო. მისი თქმით, პანდემიის გამო განათლებაზე წვდომა მილიონობით ადამიანს შეეზღუდა და „დიდი შვიდეულის“ წვერი ქვეყნები შეეცდებიან 40 მილიონზე მეტი გოგონა სკოლებში დააბრუნონ, რისთვისაც სპეციალური ფონდი შეიქმნება.
ლიდერების საუბრის ერთ-ერთი თემა კლიმატის ცვლილება იყო. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „შვიდეულის“ წევრ ქვეყნებში პლანეტის ნახშირორჟანგის 20%-ზე მეტი გამოყოფენ. მისი თქმით, ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ კლიმატური შეთანხმების დასაცავად და ნახშირორჟანგის გამოყოფის მინიმუმამდე დასაყვანად.
IPN.GE