ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს სამსახურში ბრუნდება. ინფორმაციას „სიენენი“ ბრიტანეთის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.ბორის ჯონსონი პრემიერის მოვალეობას მას შემდეგ აღარ ასრულებს, რაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით წმინდა ტომასის სახელობის საავადმყოფოში მოხვდა.
ერთი კვირის განმავლობაში ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა, საავადმყოფოს დატოვების შემდეგ კი ქალაქგარეთ, პრემიერის რეზიდენციაში გადიოდა რეაბილიტაციის კურსს.
პრემიერის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი ასრულებდა.
1tv.ge