ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში ქვევრი დაიდგა

ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში ქვევრი დაიდგა

access_time2017-09-15 09:42:43

ქვევრი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია - იუნესკოს მიერ, „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის  ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა.

 

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი გახსნა.

 

 

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც  მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

 

 

"ჩვენ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა წარმოგვედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა - საქართველო, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორია აქვს. ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად ღვინო უჩქეფთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული კულტურა ასევე გამსჭვალულია მეღვინეობის ელემენტებით. ღვინო გვხდება ყველგან - მუსიკაში, პოეზიაში, ფრესკებში, ქართულ ორნამენტებში'' - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ოფიციალურ ვახშამზე.

 


 

"მართლაც, ის ფაქტი, რომ ჩვენ დავდგით ქვევრი - თიხის ისტორიული ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენება, წარმოადგენს ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნების გამოძახილს. "იუნესკომ" ქვევრი აღიარა და ის შეიტანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ქართველებისთვის კი ქვევრი ბევრად მეტს ნიშნავს.

 

გარდა ამისა, ქართული სუფრა - ეს არი სოციალური თანაარსებობის კიდევ ერთი წმინდა ქართული სახე. ის შედგება ოთხი მთავარი კომპონენტისგან: კერძები, ღვინო, სიმღერა და სადღეგრძელო.

 

თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე - საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობის პრემიერ-მინისტრობას.

 

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქართველები ღვინოს სვამენ არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ მის შემდეგაც - არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხებში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ღვინის ჭურჭელი.

 

ამდენად, მოხარული ვარ, მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში. ქართველები ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერია მსოფლიოში. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არიან ისინი ასე ერთგული თავიანთი რელიგიისა, არის ის, რომ ღვინო ზიარების ძირითადი კომპონენტია.

 

დიდი მადლობა. ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა დააგემოვნოთ ქართული ღვინო, როგორც საქართველოს ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისა და საქართველოს მეგობრობისათვის"–განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up