ბორდოს შემდეგ, „საქართველო - ღვინის აკვანი“ რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურებს

ბორდოს შემდეგ, „საქართველო - ღვინის აკვანი“ რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურებს

access_time2017-11-09 17:30:42

ბორდოში გამართული გამოფენის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზრდება“ – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დათო ტყემალაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს.


საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ საზეიმოდ დაიხურა. გამოფენა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველო პირველი მიწვეული და ამასთანავე, მასპინძელი ქვეყანა იყო.


როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, გამოფენის მთავარი მოლოდინი ის იყო, რომ მსოფლიოსთვის ქართული კულტურის, ღვინის და ქვეყნის პოტენციალი კარგად გაეცნოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული გამოფენის მასპინძლობა დასტურია იმის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო.




დათო ტყემალაძის თქმით, სამი თვის განმავლობაში ექსპოზიციას 80 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.


„ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე პროფესიული დეგუსტაცია ჩატარდა, რომელიც მოწვეულმა ღვინის მაგისტრებმა ჩაატარეს საქართველოდან, ამერიკიდან, ინგლისიდან. გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენებები, კონცერტები, ლექციები, სემინარები. იყო სამეცნიერო შეხვედრაც - ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა პროექტის „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში ანგარიში წარმოადგინეს იმის დასტურად, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის სამშობლოა.  ფრანგული მხარის მიერ ინიცირებული იყო ქართული სუფრის პრეზენტაცია, რომელზეც 100 ბილეთი გაიყიდა. ქართული სუფრა, კულინარია, თამადა, სადღეგრეძელობი - ამ ყველაფერს საინტერესო ფორმა მიეცა და საკმაოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა. ღვინის გარდა, ცალკე აღტაცების საგანი იყო  ქართული კულინარიის ფენომენი, რომელსაც თეკუნა გაჩეჩილაძემ გაუწია ორგანიზება. საფრანგეთში ჩვენი ქვეყანა საკმაოდ კარგად წარმოვაჩინეთ“, - აღნიშნა ტყემალაძემ.





მისივე თქმით, გამოფენის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გარკვეული ბიზნესკონტაქტები დამყარდება და ასევე, ტურისტების ნაკადი მოიმატებს: „გახსნის დროსაც და მერეც იყო ბიზნესდაინტერესებები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით. ამას უფრო მომავალში გავიგებთ და ამის შესახებ თავად სექტორი განაცხადებს. ეს გამოფენა უფრო მეტად არა ღვინის პოპულარიზაციისთვის, არამედ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოდ წარმოჩენას ემსახურებოდა. ასევე, ამის შედეგად, ცნობადობამ და ზოგადად ტურისტების რიცხვმა უნდა მოიმატოს.“


რაც შეეხება საფრანგეთში ქართული ღვინის რეალიზაციის საკითხს, დათო ტყემალაძის თქმით: „საფრანგეთში ქართული ღვინო ისედაც იყიდება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. ეს გამოფენა კი ამ მიმართულებას გარკვეულ სტიმულს მისცემს. პარიზში, ნიცაში, კანში ქართული ღვინოები იყიდება მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებში. ქსელში ფართოდ წარმოდგენილი არ არის. არის რამდენიმე საინტერესო წინადადება. ამ საკითხზე ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ.“





მისივე ინფორმაციით, ბორდოს „ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის“ შემდეგ, მსგავსი გამოფენები აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაშიც გაიმართება.  


„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმის ერთიანი პროექტი, რომ მსგავსი გამოფენები ჩატარდეს და ცნობადობის ამაღლება მოხდეს. ამ პროექტის შემსრულებელი ღვინის ეროვნული სააგენტოა. „საქართველო - ღვინის აკვანი“ მომავალ წლებში რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურებს, სადაც ქართული ღვინის პრომოუშენი საჭიროა. პირველ რიგში, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ჩინეთი“, - აღნიშნავს დათო ტყემალაძე.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up