ბორჯომში „რომპეტროლის“ ფლაგმანი სადგური გაიხსნა

ბორჯომში „რომპეტროლის“ ფლაგმანი სადგური გაიხსნა

access_time2020-11-23 13:46:53

„რომპეტროლ საქართველო“  ქსელის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს - ახალი სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ  ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველი ფლაგმანი ავტოგასამართი სადგური გახსნა.

„რომპეტროლის“ ახალი სადგური ბორჯომის შესასვლელში, ვაშლოვანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ცერემონიას „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვი, კომპანიის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„კომპანია წარმატებით მიყვება  KMG International–ის 5 წლიან სტრატეგიას,  რაც საცალო ბაზარზე ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და განვითარებას გულისხმობს. Covid 19-სგან გამოწვეული საყოველთაო კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არამხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებელთა დაცვა, არამედ გავაგრძელეთ ინვესტირებაც, რაც ცხადია, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. წელს საქართველოში 6  ახალი ბენზინგასამართი სადგური გავხსენით და უახლოეს მომავალში კიდევ 4 სადგურის გახსნას ვგეგმავთ.“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.


მიმდინარე წელს „რომპეტროლ საქართველოს“ გახსნილ ახალ სადგურებში, ჯამში 65 ადამიანი, კონკრეტულად ბორჯომის სადგურზე კი 11 ადამიანი დასაქმდა. ახალი ობიექტები აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, TOKHEIM-ის გამშვები სისტემით, რომელიც ცნობილია თავისი დოზირების სიზუსტით და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით. ბენზინგასამართი სადგური ტექნიკური და უსაფრთხოების დაცვის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.



“ბორჯომის სადგურის გახსნა ჩვენი მომხმარებლების დიდი სურვილიც იყო და მოხარულები ვართ რომ მათი თხოვნის შესრულება შევძელით.  კომპანია მუდმივად მუშაობს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და  მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს. ეს იქნება კომპანიის პირველი ფლაგმანი სადგური, სადაც მოგვიანებით გაიხსნება მარკეტი, კაფე და მოსასვენებელი ტერასა.“- აცხადებს რომპეტროლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.

„რომპეტროლ საქართველომ“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60,000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. თანამშრომლებზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში კი სამუშაო ადგილი და ანაზღაურება ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა. 

მომავალ წელს კომპანია კვლავ გააგრძელებს მისი ახალი სტრატეგიით ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და სადგურების ძვირადღირებული განახლების პროექტის განხორციელებას. „რომპეტროლი“ საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 800 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

 

(R)



თეგები:
რომპეტროლი



ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up