ბორჯომში „კავალერიის შენობის„ რესტავრაცია და მისი მუზეუმად გადაკეთება იწყება

ბორჯომში „კავალერიის შენობის„ რესტავრაცია და მისი მუზეუმად გადაკეთება იწყება

access_time2019-06-01 15:05:28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში კავალერიის შენობის რესტავრაცია/რეაბილიტაციას და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულია ტენდერი.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე „კავალერიის კორპუსის“ სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. ასევე დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია აღიარებულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ის აშენდა 1880 წელს და წარმოადგენს ფსევდო გოთიკური სტილის ნიმუშს.


მიმდებარე პარკთან ერთად, შენობა წარმოადგენდა იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის საზაფხულო რეზიდენციას. მის ირგვლივ არსებულ გარემოსთან შერწყმული კავალერიის შენობა, თავისი შესახედაობით წარმოადგენს მე-19 საუკუნის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. კავალერიის შენობის რესტავრაცია/რეკონსტრუქციის და მუზეუმად ადაპტაციის შემდეგ, მასში განთავსდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექციის ნაწილი.



თეგები:
ბორჯომი



forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის დღგ-ს გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის   დღგ-ს გათავისუფლების  ინიციატივით გამოდის
access_time2019-09-17 09:00:35
კონსულტანტი დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის დღგ-ს გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, არის ინდუსტრიები, რომლებსაც პრობლემა აქვთ დღგ-სთან მიმართებაში. მაგალითად, საკონსულტაციო, სასწავლო და ზოგადად, განათლების სფეროში, სადაც საქონლის მიწოდება არ ხდება, არ არის შესაძლებელი დღგ-ს დაბრუნება, ეს კი კომპანიისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. ...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...


მსგავსი სიახლეები

up