ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

access_time2018-10-12 13:36:59

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში იმყოფებოდა, სადაც 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოები დაიწყო.



მინისტრის მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტყის აღდგენის სამუშაოებში მონაწილეობა ახალციხის პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმაც მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენის სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახელობა.




ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება.



2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.
გასულ წელს, ნახანძრალ ტერიტორიაზე კომპლექსური შესწავლები, მათ შორის, გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს. პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.
სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.





ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up