„დიდი მოთხოვნაა რუსეთიდან, ზაფხული და შემოდგომა საკმაოდ დატვირთული გვაქვს“ - როგორ ხვდება ბორჯომის რეგიონი სეზონს?

„დიდი მოთხოვნაა რუსეთიდან, ზაფხული და შემოდგომა საკმაოდ დატვირთული გვაქვს“ - როგორ ხვდება ბორჯომის რეგიონი სეზონს?

access_time2020-06-14 11:30:17

ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. 15 ივნისიდან სასტუმროები ადგილობრივ ვიზიტორებს,  ხოლო ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლებენ.  ტურისტული  რეგიონები  ცდილობენ, როგორც ადგილობრივი,  ასევე უცხოელი  ვიზიტორებისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. ბორჯომი  ტურისტული რეგიონებიდანნ ერთ-ერთია,  სადაც   სასტუმროები და კოტეჯები ყველა წესის დაცვით გახსნისთვის მზად არიან.

 

პანდემიის სიმძიმესა  და რეგიონში კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე „კომერსანტთან“  ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძემ ისაუბრა. მისი თქმით,  პანდემიამ ტურისტული რეგიონები დააზარალა, თუმცა, ბორჯომი  უკვე მზადაა ტურისტებს უმასპინძლოს.  

 

 „საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინა, როგორც ბორჯომზე, ასევე ბაკურიანზე კორონავირუსმა. რადგან ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ტურიზმი  იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო.დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტი  მზადაა ტურისტებს უმასპინძლოს. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც წელს იყო დაგეგმილი და ზუსტად ვეტევით ვადებში. რამდენიმე ზონაში მეტად აქტიურია სამუშაო, ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი და სადგერი.  მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მთელი სეზონი ბორჯომის ცენტრალური პარკი იქნება უფასო.  


სასტუმროებს მიეცათ  გახსნის უფლება და ემზადებიან სრული დატვირთვით მუშაობისთვის. ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები ყველა მათგანს ამოწმენებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იყვნენ,“-აღნიშნა ბუბა ბერიძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, მოგვარდა თუ არა წყლის მიწოდების პრობლემა, რომლის წინაშეც მიმდინარე წლის ზამთარში რეგიონი იდგა, მერის მოადგილე გვპასუხობს, რომ ამ მიმართულებით ყველა სამუშაო დასრულებულია და პრობლემა აღმოფხვრილია.



„წელს იყო თუნდაც ბაკურიანში და ბორჯომში წყლის მიწოდების პრობლემა, ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და ახლა მსგავსი პრობლემა არ გვექნება. ამ მიმართულებით ისეთი მასშტაბით პრობლემა არ იქნება, შეიძლება პატარა ავარიები გვქონდეს, თუმცა ამისთვის რეგიონი მზადაა,“-განაცხადა ბერიძემ.

 

ტურისტული  სეზონის  ამოქმედებას ელოდება ბორჯომში  მდებარე სასტუმრო  „ბორჯომ კლასიკი“. როგორც სასტუმროს მენეჯერი აცხადებს,  პანდემიის შემდგომ პერიოდში,   როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ფასები ხელმისაწვდომი იქნება.

 

„ჩვენი სასტუმრო 1 ივლისიდან გაიხსნება, სტანდარტული რეგულაციის დაცვით. მანამ ვერ ვახერხებთ, რადგან მცირე სამშენებლო პროცესი გვაქვს სასტუმროს ეზოში. სასადილო ოთახის სასტუმროსგან გამოყოფას ვგეგმავთ.  არ გაგვიზრდია ვიზიტის ღირებულება, რადგან ვიაზრებთ განვითარებული მოვლენების სიმძაფრეს. შესაბამისად, ჩვენთან ნებისმიერ სტუმარს ძველი ფასით შეეძლება ნომრის დაჯავშნა.


ჩვენი სასტუმრო საკმაოდ პატარაა და ნაკლებად რისკიანიც.  ივლისი-აგვისტოს სეზონი  საკმაოდ აქტიური პერიოდია.


მოთხოვნაა, გვიკავშირდებიან  როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტებიც. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა რუსეთის მხრიდან. ეს პერიოდი რაც კორონავირუსის გამო პაუზა გვქონდა აღებული მძიმე აღმოჩნდა სასტუმროსთვის, თუმცა საკმაოდ დატვირთული გვაქვს ზაფხული და შემოდგომა,“-აღნიშნა სასტუმროს მენეჯერმა.

ტურისტული სეზონის სრულ ამოქმედებას ელოდებიან ბაკურიანში მდებარე სასტუმროებიც.  როგორც  „მგზავრები  ბაკურიანის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, აპარტამენტი 15 ივნისიდან რეგულაციის ყველა წესის დაცვით ადგილობრივ ვიზიტორებს უმასპინძლებს.

 

„აპარტამენტი სტუმრების მისაღებად უკვე მზადაა, ის სტანდარტული რეგულაცია რომელიც ყველა სასტუმროს დაუწესდა დაცული გვაქვს.

15 ივნისიდან იხსნება ადგილობრივი ვიზიტორებისთვის ტურიზმის სეზონი, თუმცა ჯერ ადმინისტრაციაში ჯავშნებზე არ დაგვკავშირებიან. არ ვიცი რა ხდება კერძო მეპატრონეების შემთხვევაში. ფასებსაც კერძო მეპატრონეები აწესებენ ჩვენ მხოლოდ მომსახურებას ვუზრუნველყოფთ. სავარაუდოდ ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გამო, აპარტამენტების  ფასს არ გაზრდიან,“-აღნიშნეს „მგზავრების“ ადმინისტრაციაში.



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up