ბორჯომში,

ბორჯომში, "ბუნების გულშემატკივარის" ფარგლებში პლატოს ტერიტორიაზე 2500 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო

access_time2019-05-22 17:29:37


კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დარგო. აქცია  ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის  მიზანს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება წარმოადგენს. პროექტში კომპანია  უკვე მერვე წელია ჩართულია და  დღემდე  3 ჰექტარ მიწის ფართობზე 11200  ნერგია დარგული. IDS ბორჯომი საქართველოს  მიზანია აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და ასევე, აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში.

ნერგების დარგვის შემდგომ    „ბორჯომის გმირი 2019“ დაჯილდოება გაიმართა.   ჯილდო  წელს გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გადაეცათ:

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის მთავარი მეტყევე კობა სილაგაძე, ბიოდინამიური მეთოდით მომუშავე მევენახე გიორგი ალადაშვილი, „ეკომედიის“ დამფუძნებელი შორენა ცხოვრებაშვილი, მასწავლებელი მარინე ფერაძე, ახალი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი ზაალ ხელაძე, „ეკოვიჟენის“ გრაფიკოს-დიზაინერი თამუნა გრძელიძე, გარემოსდაცვით საკითხებში ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი და დამსახურებული ბუნების მცველი კუკური სარალიძე.



„ტყის საფარის აღდგენა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენი პროექტიც, რომელიც უკვე ბევრი წელია არსებობს, სწორედ, ამ მიზანს  ემსახურება, დავრგოთ ახალი ნერგები და 5 წლის მანძილზე განვახორციელოთ მათი მოვლა-პატრონობა. ასევე, მნიშვნელოვანია ამ თემაზე ბევრი საუბარი, რათა საზოგადოების ფართო მასები ჩავრთოთ ამ აქტივობებში  და ისინიც ბუნების გულშემატკივრებად გადავაქციოთ.  წელს, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ და „ბორჯომის გმირი 2019“ სტატუსი მივანიჭეთ  იმ ადამიანებს, რომლებმაც ბუნების მნიშვნელობა კარგად იციან,“ - აღნიშნა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა,  ნიცა ჩოლოყაშვილმა.


„ბორჯომის გმირის ტიტულის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა მოუაროს გარემოს და ყველა ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ ხეს მაინც დარგავს, გმირია“, - აღნიშნა  კობა სილაგაძემ.



„ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, უკვე აღდგენილია დაზიანებული ტყის საფარის 80%, რაშიც კომპანია „ბორჯომს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამავე დროს დიდია საზოგადოების ჩართულობაც, მათი დახმარებით დღეს რაც ვიხილე ნამდვილად სასიხარულოა, ყველა ნერგი გახარებულია. ჩვენი, მედიის მოვალეობაა კი, არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, მათი ჩართულობის წახალისებაა. ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო და სტატუსი. მადლობა კომპანია „ბორჯომს“ ყურადღებისა და დაფასებისთვის,“ - განაცხადა ბარბარე ბენაშვილმა.



ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სამსახურების  წარმომადგენლები,  ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედია და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლები.

 ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო 2011 წლიდან ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი პროექტი კი უკვე სამ წელიწადს ითვლის.  ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა  3 ჰექტარი ტყის აღდგენა და დაირგო 11200 ნერგი. პროექტი გულისხმობს ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა.



თეგები:
ბორჯომი



აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...


მსგავსი სიახლეები

up